სულთმოფენობა ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაულია, რომელიც ამაღლებიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნება.

დღეს, ოზურგეთელი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი სოფელ კონჭკათის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს ესტუმრა  და საეკლესიო ღვთისმსახურებას დაესწრო. ღვთისმსახურება აღასრულა კონჭკათის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა პეტრემ (გოგეშვილი).

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მამა პეტრეს ვესაუბრეთ:

_თქვენც გემახსოვრებათ, როგორი გზა ჰქონდა მონასტერს. თავდაპირველად გრუნტის გზაზე ტრანსპორტი  გადაადგილდებოდა, შემდეგ კი ტაძართან მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანაქანით იყო შესაძლებელი. ღვთის შეწევნით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით შესაძლებელი გახდა კატის ციხიდან მონასტრამდე 1,5 კილომეტრი ბეტონის გზის დაგება. სამუშაოები დასრულების ფაზაშია. დარჩენილია მხოლოდ 200-მდე მეტრი გზის დაგება, რაც გაუადვილებს მომლოცველებს აქ ამოსვლას.

_მამაო, თქვენ სხვა სამუშაოებსაც გეგმავთ…

_  მძიმე მდგომარეობა იყო აქ. კონჭკათის ტაძარი მე-10 მე-12 საუკუნეებით თარიღდება. იგი ფონდმა „ქართუმ“ აღადგინა. ამ ტაძრის აღდგენა ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.  ამ ეტაპზე ტაძრის ეზოსთან 200 მეტრი გზის შემოყვანას, პარკინგის მოწყობას ვგეგმავთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს სამრეკლოს აგება და  ტაძრის ეზოს გალავნით შემოსაზღვრა. მომავალში აქ  ტურისტული მარშრუტებიც იქნება. _გვითხრა მამა პეტრემ.

მონასტერში ერთი ბერია_მამა კონსტანტინე. ეკლესიის მრევლი კი შორი მანძილიდანაც დადის.

_7 კილომეტრია ჩემს სახლამდე. ფეხით ამოვდივარ და წირვა-ლოცვის შემდეგ ვბრუნდები უკან. აქ საოცარი გარემოა, კარგი ადამიანები _გვითხრა სოფელ ხვარბეთის მცხოვრებმა, კოლეჯის სტუდენტმა გიორგი ვასაძემ.

ჟურნალისტებს სოფელ კონჭკათის მაჟორიტარი დეპუტატი გელა აროშიძე შეეხმიანა და მისი პატივისცემა და თანადგომა გამოხატა მამათა მონასტრის მიმართ.

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 32
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…