იტალიაში, 34 წლის ქართველმა ემიგრანტმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.

„ჩამომხრჩვალი იპოვეს ქართველი ემიგრანტი იტალიაში 34 წლის ელზა ძინძიბაძე. გლოვობს ოზურგეთი, ანასეული. ასე რატო დაგვტოვე დე ჩემი შოთიკო ელენე და ნიტას რა ეშველებათ შენი სიმწრით გაზრდილი შვილები, 2 თვეა დატოვე და წახვედი მაგისთვის ჩახვედი ამხელა გზაზე რომ ასე გაგემწარებინა შენი ოჯახი.

პატარა ბავშვებს როგორ უნდა აუხსნა, რომ ვეღარასდროს ნახავს დედაა?! რა უსამართლოა ცხოვრება. რამხელა სიმწარეა მშობლისთვის და რამხელა გაურკვევლობა ბავშვებისთვის… საშინელებაა აღარ ჰყავთ დედა…

„ყველა ემიგრაციაში დასრულებული სიცოცხლე მტკივა, არა აქვს მნიშვნელობა ვიცნობ თუ არა, ან მიზეზი გარდაცვალების რა იყო, გაუფრთხილდით სიცოცხლეს და ერთმანეთს, უფალს ვებარებოდეთ“,- წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე.

ოჯახის ახლობლის ნ.შ-ს თქმით, ელზა ძინძიბაძე თემო გუდავაძის მეუღლე გახლდათ და ორი თვის წინ წავიდა იტალიაში.

_სამი შვილი დატოვა. უმცროსი 2 წლისაა… საშინელება მოხდა_გვითხრა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით  საქართველოს საკონსულო ინფორმაციას ავრცელებს.

_„იტალიაში, ქალაქ ბარიში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა“,__ ნათქვამია ინფორმაციაში.

Prime Time ფოტო.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 49
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 38
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 37
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 35
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 33
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…