დღეს, ცნობილ სამეურნეო მუშაკს, ოზურგეთელ ლადო ხავთასს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმკონსტანტინე შარაშენიძემ  ლადო ხავთასი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მცხოვრების“ წოდებით დააჯილდოვა და ფასიანი საჩუქარი გადასცა.

_„ლადო ხავთასი, მშობლიური კუთხის გულშემატკივარი და ქვეყნის პატრიოტია. იგი, ყველასთვის საყვარელი ოზურგეთელია. გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, ერთგულებით და ხასიათდება დიდი სიყვარულით. ვულოცავ ბატონ ლადოს 90 წლის იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას“ _ აღნიშნა ოზურგეთის  კონსტანტინე შარაშენიძემ.

ლადო ხავთასი 1931 წლის 10 ივნისს დაიბადა. 1952 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედო სამსახურში, სწავლობდა პენზის ოლქის ქ. კამენსკას სამხედრო საფრენოსნო სკოლაში, სადაც 100 საპარაშუტო ხტომა განახორციელა. მუშაობდა „საქსოფლტექნიკის“ მახარაძის გაერთიანების ტექნიკური მომსახურების სადგურში ინჟინერ-მექანიკოსად, ამ სპეციალობით დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი.  მოგვიანებით კი „საქსოფლტექნიკის“ საირაიონთაშორისო სარეალიზაციო ბაზის დირექტორად დაინიშნა.

1975 წლიდან მუშაობდა, საქართველოს დამზადების სამინისტროს 6 წისქვილ-ქარხნის დირექტორის პოზიციაზე, შემდეგ საქართველოს პურპროდუქტების სამინისტროს მახარაძის გაერთიანების გენერალური დირექტორად. მისი ხელმძღვანელობით, საწარმოს წარმატებულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მახარაძის რაიონის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრაში.

ლადო ხავთასი თავისი მაღალი ტონალობის პირველი ხმით გამოირჩევა და ქართული ხალხური სიმღერების (განსაკუთრებით გურულის) უბადლო შემსრულებელია. იგი, ყოველთვის აქტიურად ჩართული იყო რაიონში არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში.

ლადო ხავთასის, პირად არქივში ნახავთ დიპლომებს, სიგელებს, მედლებს, სამადლობელ წერილებს, ფოტომასალას მისი განვლილი გამოცდილებისა და ცხოვრების ეპიზოდების შესახებ.

გაზეთ „ალიონის“ ფოტო

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 64
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 56
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 56
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოსთან“ გამართა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 54
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 52
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…