გასულ ხუთშაბათს, ქ. ოზურგეთში, სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“საკონფერენციო დარბაზში  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „გურიის ეროვნული პარკის შექმნა“ საწყისი სემინარი გაიმართა.

სემინარის მონაწილეებს ონლაინ ჩართვით მიესალმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გურიაში ახალი ეროვნული პარკის დაარსებასთან დაკავშირებით მიმდინარე  სამუშაოები გააცნო.

 

_ გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 520 530 ევროს შეადგენს და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება. ეროვნული პარკის გეგმარებითი ტერიტორია, დაახლოებით 30 000 ჰექტარს მოიცავს. გურიაში შენარჩუნებული უძველესი ტყეები და სავარგულები აღიარებულია ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების ძირითად არეალად (KBA). ამავდროულად, ეს ლანდშაფტები „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის (ECP)“ ნაწილია,_განაცხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ((WWF)კავკასიის ოფისის დირექტორმა გიორგი სანადირაძემ.
_ ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას; აქ არის უნიკალური პონტოს მუხის აღკვეთილი, რომელიც 2019 წელს დაარსდა და მისი ფართობი 443 ჰექტარს შეადგენს. იგი ერთადერთი ადგილია საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოური მუხის კორომები შედარებით დი ფართობზეა გავრცელებული. ასევე მოხდება ძუძუმწოვრების, მათ შორის, კავკასიური ირემი, შველი, მურა დათვი, ფოცხვერი და სხვა, პოპულაციების ზრდის ხელშეწყობა, _აღნიშნა თავის გამოსვლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიებისა და ტყის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა პაპუნა კაპანაძემ.

_გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ერთი წლის წინ, დაიწყო აქტიური სამუშაოები გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შესაქმნელად. ვფიქრობთ, გურიის ეროვნული პარკი გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი, ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებას და, რაც მთავარია, გურიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას,ხოლო მეორე მხრივ, ეროვნული პარკი დაეხმარება ადგილობრივ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საარსებო წყაროებით ხშირ შემთხვევაში ბუნებრივ რესურსებზე არიან დამოკიდებული, განავითარონ შემოსავლების ალტერნატიული წყაროები, პირველ რიგში, გურიაში არსებული ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზით. ეს, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. _ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

სემინარზე დაცული ტერიტორიების დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა დაცული ტერიტორიის მიზნები და ამოცანები გააცნო საზოგადოებას, რაც გულისხმობა დაცული ტერიტორიების დაცვა-განვითარებას; ბიომრავალფეროვნების დაცვას, მონიტორინგს, კონსერვაციას, აღდგენას; საზოგადოებასთან ურთიერთობას და გარემოსდაცვით განათლებას; სამეცნიერო კვლევების მონიტორინგს; ეკოტურიზმის განვითარებას; ტრადიციების შენარჩუნებას.

მოხსენების შემდეგ დისკუსიაში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავროებო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

_ჩვენ, გარემოს დამცველები დიდი ხანია ვიბრძვით „მწვანე გურიის“ სტატუსისათვის,მისი რეკრეაციული ტერიტორიების, ხეობებისა და ბიომრავალფეროვნების გადარჩენისთვის.

მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ამ საშვილიშვილო წამოწყებას.

გურია და კოლხეთის დაბლობი უნიკალურია თავისი რელიქტური სახეობებით, ბიომრავალფეროვნებით. ამას ყველაფერს მდინარეები ასაზრდოებს.

იმედი გვაქვს ეროვნული პარკი შეინარჩუნებს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის, ეკოტურიზმის განვითარებას და რეგიონის მოსახლების დასაქმებას.

ეს არის მისაღები განვითარება და არა ჰესები, რომელთაც სარგებელი მხოლოდ ინვესტორისთვის მოაქვს და ეკოსისტემას ანადგურებენ.

ამის მაგალითია ის, რომ „ბახვი 1 ჰესი“ ბახმაროს რეკრიაციულ ზონაში უნდა აიგოს. მდინარე ბახვისწყალზე 3 ჰესის იქნება. ჰესები არ ტოვებენ წყლის მარაგს. მდინარის წყლის მარაგის 90 პროცენტი 14 კილომეტრზე დერივაციულ მილში მოექცევა.

ანალოგიური მდგომარეობა იქნება მდინარე ნატანების ხეობაში, სადაც „ნატანები 3“ გზშ განხილვა დასრულდა და კიდევ 2 ჰესის აგებას აპირებენ.

იმედია ჩვენი ძალისხმევა არ ჩაივლის უკვალოდ და შევაჩერებთ ჰესების მშენებლობას მომავალ დაცულ ტერიტორიებზე_აღნიშნა გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძემ.

გორდელაძეს გიორგი სანადირაძემ უპასუხა, რომ „ბახვი 1 ჰესის“ პროექტი არ ხვდება რეკრიაციულ ზონაში, ჰესის პროექტის განხილვა საწყის ეტაპზეა.

გაზეთ „ალიონის“ რედაქტორის ნუგზარ ასათიანის კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ ტრადიციების შენარჩუნებას მთაში, როცა  მდინარე ბახვისწყლის ხეობიდან დაწყებული, ვიდრე მდინარე ბჟუჟის სათავემდე ასეულობით ფერმერი  ადის ზაფხულობით თავიანთ სააგარაკო საცხოვრისში, აჰყავთ რამდენიმე ათასი სული პირუტყვი, რომლებიც ძოვს მთის ფერდობებზე, მოსახლეობა ეწევა სასოფლო სამუშაოებს, მოჰყავთ კარტოფილი და ა.შ. გათბობისათვის სჭირდებათ შეშა. რა ბედი ელის მათ?

_ტრადიციული გამოყენების ზონა, რომელიც არის ტყის მიმდებარე ტერიტორიები, სათიბების, საძოვრების, წყლის რესურსების  გამოყენება მწყემსებს არ შეეზღუდებათ. ჩვენ შევხდებით ადგილობრივ ფერმერებს, გავაცნობთ მათ რა მოთხოვნებს ისახავს პარკის თუ აღკვეთილის შექმნა. პროექტში ასი პროცენტით მათზეა აქცენტი. მაგალითად, თუ მთაში მიწის გასაფორმებლად ფერმერმა ელექტრონულ აუქციონში მიიღოს მონაწილეობა, ამ შემთხვევაში მიწის გაფორმების საკითხი მარტივდება. მათ არ მოუწევთ ელექტრონული აუქციონში მონაწილეობა. ბუნებრივია შევისწავლით საძოვრების შესაძლებლობებს, რათა არ მოხდეს გადაძოვება. აქაურ ფერმერებს გამოეყოფათ საკმარისი რაოდენობის საშეშე მერქანი _უპასუხა გაზეთ „ალიონს“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის დირექტორმა გიორგი სანადირაძემ.

თუ რა შეზღურვები ექნებათ ტყისპირა სოფლებს, გამოუყოფენ თუ არა მათ საშეშე მერქანს, როგორ იქნება დაცული სოფლის მოსახლეობის ინტერესები იმ ტყისპირა მიწებზე, რომლებიც მოსახლეობას ელექტრონულად არ დაურეგისტრირებიათ და მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტები აქვთ _ამ კითხვებით მიმართეს მათ სოფელ ოზურგეთის მერის წარმომადგენლებმა სოფელ მთისპირში, ვაკიჯვარში, ლიხაურში მაია ჩავლეიშვილმა, გიორგი მდინარაძემ, ვანო ვაშაყმაძემ.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მოსახლეობის ინტერესი არ დაზარალდება, მერქნის რესურსის მოხმარება არ იზღუდება. ეს არ  შეეხება ნადირობას, აქ  მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება.

 

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ქეთევან მოისწრაფეშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი,დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილე თომა დეკანოიძე, გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტის კოორდინატორი გიორგი ცინცაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი, გაზეთი „ალიონი“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 77
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 77
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 76
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 73
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 70
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…