Covid-19-ის გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ ვაქცინაციას თან ახლავს დეზინფორმაციის ძლიერი ტალღა, რომელიც წარმატებით ვრცელდება მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით.მოქალაქეები, ინფორმაციის ცვალებად და უკონტროლო ნაკადში (განსაკუთრებით სოციალური ქსელებიდან) ხშირად იღებენ მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციებს Covid -19-ის, ისე ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რაც  საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრების დაბალი მაჩვენებლებში აისახება. არადა, როცა მოქალაქეები ვაქცინაციას იკეთებენ, ზრუნავენ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. „ინდური შტამი“ იწყებს გავრცელებას. საქართველოში უკვე 18 შემთხვევა დაფიქსირდა.

_სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს „დელტა“(ინდური შტამი) შტამის ფუნქციონირება. სამწუხაროდ, წამყვანი ხდება „დელტა“ შტამი ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას”,_აღნიშნა პაატა  იმნაძემ.

18 ივნისის მონაცემებით საქართველოში 357 591 ადამიანია „COVID 19“-ითინფიცირებული, საიდანაც აქტიური შემთხვევა 9.083; გამოჯანმრთელდა 343, 377 ადამიანი; გარდაცვლილთა რაოდენობა 5,131 ადამიანია.

რაც შეეხება გურიის რეგიონს, ამ დროისათვის  (16 ივნისის მონაცემებით) ინფიცირებულია 8205 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7961, ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას – 119 , გარდაიცვალა 125 პაციენტი.

გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან მუშაობს კოვიდის რეგიონული შტაბი, რომელიც მართავს შეხვედრებს, შტაბის წევრებთან. 16 ივნისს გამართულ შეხვედრაზე  რეგიონში მასიური ვაქცინაციის პროცესის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მზაობა და მთავარი გამოწვევები განიხილეს.

გაზეთი „ალიონი“ 16-18 ივნისს აკვირდებოდა, რა ხდებოდა რეგიონის ცენტრში  მოქალაქეთა მიერ პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ არაერთ შემთხვევაში მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობა დაბალია. არაერთი მოქალაქე დავაფიქსირეთ ქალაქის ცენტრში და ბაზრის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე.

_ამდენიც გინდა გადაიღეთ. არ მიკეთია პირბადე და არც გავიკეთებ_გვითხრა ლუკა კილაძემ, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე მწვანილებით ვაჭრობს.სხვებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც შენიშვნის მიცემისას რეაქცია არ ჰქონია.

ჩვენ, გავესაუბრეთ სპს „სოფლის ნობათის“ დირექტორს სოსო სიხარულიძეს;

_ადრე ბაზრის ტერიტორიაზე შემოდიოდა პატრული და აფრთხილებდა მოქალაქეებს დისტანციის დაცვისა და პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით. ბაზრის ცენტრალურ შესასვლელთან მორიგეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. უკეთესი მდგომარეობა იყო. ახლა ბაზრის შესასვლეში დგას აპარატი და მოქალაქეებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ თერმოსკრინინგი. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მთლიანი ბაზრის ტერიტორიას, რადგან კერძოა. გეთანხმებით, ბევრს არ აქვს გათვითცნობიერებული, რა საფრთხის შეცველია პირბადის გარეშე სიარული _ გვითხრა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ მჟავია ამბობს, რომ მიუხედავად ინფიცირების მკვეთრი შემცირებისა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პირბადის ტარებაა, ეს უნდა იყოს ჩვენი თანამგზავრი, რადგან მას ძალიან დიდი დამცველობითი უნარი აქვს.

_ პირბადის გამოყენება აუცილებელია დახურულ სივრცეებში: კერძო და საჯარო დაწესებულებებში, საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში ყოფნისას, საზოგადოებრივ ტრანსპორტით. ტაქსით გადაადგილებისას; ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასევე პირბადის გამოყენება აუცილებელია შეხვედრებზე, სხვადასხვა სახის თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. _გვითხრა არჩილ მჟავიამ.

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 58
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 55
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 53
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 53
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 52
    ნინო თანდილაშვილი:„გურიის ეროვნული პარკი გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი“გასულ ხუთშაბათს, ქ. ოზურგეთში, სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“საკონფერენციო დარბაზში  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „გურიის ეროვნული პარკის შექმნა“ საწყისი სემინარი გაიმართა. სემინარის მონაწილეებს ონლაინ ჩართვით მიესალმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა,…