დღეს, სოფელ ოზურგეთში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხეს. საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა ჩაატარა. ტაძრის გახსნის ცერემონიალში სასულიერო პირები და ადგილობრივი მრევლი მონაწილეობდა.

_ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ჩვენ შევძელით 2,5 წელში ტაძრის აგება, რომლის ძირითადი დაფინანსება სოფლის მცხოვრებლების შემოწირულობები იყო. რა თქმა უნდა იყო სხვა თანადგომაც: არქიტექტორმა ზურაბ  გუჯაბიძემ უფასოდ გადმოგვცა ეკლესიის პროექტი.  საპატრიარქოსათვის მიწის გადაცემის საქმეში დაგვეხმარა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი , რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე. ტაძრის მშენებელი ამირან ჯინჭარაძეა. ერთად თანადგომისა და უფლის შეწევნით ტაძარი აიგო _გვითხრა ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა სოფელ ოზურგეთში ბადრი თავდუმაძემ.

ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოზურგეთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების გამგე პავლე ჭყონია დასახელდა.

საზეიმო წირვის მიმდინარეობისას ახლადგარდაცვლილი დიმა კვერღელიძეც მოიხსენიეს.

მეუფე იოსების ხელდასმით ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (კობალავა) იქნება.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 53
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 52
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 39
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 38
    საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა.საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…
  • 38
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…