დღეს, დაახლოებით18 საათის შემდეგ, ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში, უსინათლო ხანდაზმული მამაკაცი დახმარებას ითხოვდა. დამხმარე კი „კვირის პალიტრის“საგაზეთო ჯიხურის გამყიდველი ნ.გ და მისი ვაჟი აღმოჩნდნენ. მათ გზააბნეულ უსინათლო მამაკაცს წყალი მიაწოდეს, საკვები შესთავაზეს  და თანადგომა გამოუცხადეს.

_83 წლის ვარ. ჩემი წინაპრები ქუთაისში, ბალახვანში ცხოვრობდნენ, შემდეგ ვანის რაიონის სოფელ სალხინოში გადავიდნენ. იქედან მშობლები ლანჩხუთში, ახლობლებთან  წამოვიდნენ. ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ვცხოვრობთ… ახლა დავბერდი და ჩემს პირობებში მყოფი კაცი მოხუცთა თავშესაფარში უნდა ცხოვრობდეს. წამიყვანეთ მოხუცთა თავშესაფარში _ითხოვდა იგი.

მოხუცი ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა.  ეტყობოდა, რომ მასზე ზრუნავდნენ…მან თავისი სახელი და გვარი გვითხრა ზ.კ.

მისი მოთხოვნით ნ.გ-ს ვაჟმა პოლიცია გამოიძახა…

_ეს კაცი სოფელ. მელექედურში უნდა ცხოვრობდეს. სასწრაფო ჰყავდათ გამოძახებული და იქედან მახსოვს_უთხრა პოლიციას ოზურგეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმმა თ.გ-მ.

_არ მინდა სახლში წაყვანა. მოხუცთა თავშესაფარში წამიყვანეთ _სთხოვდა პოლიციას ზ. კ-ძე.

_მოხუცთა თავშესაფარში ვიცით ადგილი არ არის. სახლში წაგიყვანთ ბაბუა-თავაზიანად სთხოვდნენ მოხუცს პოლიციელები…

ჩვენი ინფორმაციით, საბოლოოდ, ზ.კ. პოლიციის დახმარებით ოჯახს დაუბრუნდა.

ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მერის წარმომადგენლის მოადგილეს სოფელ მელექედურში მამუკა თავართქილაძეს:

_ზ.კ. გამოღმა მელექედურში ცხოვრობს. პრობლემური პიროვნებაა. სავარაუდოდ ოჯახში კონფლიქტი აქვს. პერიოდულად სახლიდან იპარება. იცის ამის შესახებ პოლიციამ. რამდენჯერმე დააბრუნეს სახლში -გვითხრა მან.

მსგავსი სტატიები

  • 54
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 47
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 46
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 43
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 43
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…