საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის 25 ივნისის ბრძანება #2-939 – ის თანახმად, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმლი მცირე, ბახვი ერთი ჰესის პროექტით, რომლის დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 50 მილიონ კილოვატსაათს შეადგენს,  გარემოზე ზეგავლენის შეფასების შესწავლის ეტაპზე გადავიდა.

გვსურს განაცხადოთ, რომ  „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის, საქმიანობა ხორციელდება როგორც საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე  IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით. ჩვენი ხედვაა, პროექტების არა მხოლოდ კაპიტალით უზრუნველყოფა, არამედ მათი გამდიდრება ჰიდროელექტროსადგურების შენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, ევროპული გამოცდილებით. ჩვენ თითოეული პროექტის ფარგლებში, გვაქვს კონკრეტული ხედვა და სტრატეგია, მივაღწიოთ როგორც ფინანსურ მოგებას, ასევე არამატერიალურ წარმატებას, რაც ჩვენი საინვესტიციო ფილოსოფიის საფუძველია. ეს ფილოსოფია, დიდწილად, გულისხმობს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვაში მიღწეულ დადებით შედეგებს. სწორედ ამიტომ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადების ეტაპზე, ჩვენ საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ კვლევებთან ერთად, ვახორციელებთ დამატებითსაქმიანობებს.  ჩვენ უკვე, გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ცნობილ საკონსულტაციო კომპანიასთან, როგორიც არის SLR-ი. მისი ბრიტანეთის წარმომადგენლობა ჩართულია ბიომრავალფეროვნების კვლევაში და მათ მიერ იქნება შემუშავებული, როგორც ბიომრავალფეროვნების ამსახველი ანგარიში, ასევე შემარბილებელი ღონისძიებების გეგმაც. დამატებით „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის, მოწვევით ფრანგი კონსულტანტი, პიერ ბიდერმანი,  მოამზადებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კვლევას.  ასევე, ვგეგმავთ კუმულაციური ზეგავლენის შესწავლას. რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ შესწავლას, მასზე საერთაშორისოდ აღიარებული კომპანია „აფრი“ მუშაობს.

კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მიზანია, ბახვი 1 ჰესის პროექტი თანაბრად მისაღები იყოს თითოეული დაინტერესებული ჯგუფისთვის. ჩვენი კომუნიკაციის მოდელი, დაინტერესებულ ჯგუფებთან, ეფუძნება დიალოგს,  რომლის ფარგლებშიც  გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან, რეგიონალურ და ცენტრალურ არასამთავრობო  ორგანიზაციებთან, მედიასთან. უახლოეს მომავალში, კონსულტაციების და დიალოგის რეჟიმი გადავა განვითარების ახალ ფორმატზე. რაც გულისხმობს, ექსპერტთა საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც დაკომპლექტდება უპირატესად ადგილობრივიდაინტერესებული მხარეების კვალიფიციური წარმომადგენლებით.ეს  კი, თავის მხრივ კიდევ ერთი დასტურია კომპანის მზაობისა გამჭვირვალედ წარმართოს კვლევის პროცესი გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლის ეტაპზე.

ჩვენი მიზანია, საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში შემოვიტანოთ მსოფლიო გამოცდილება და დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტი.

„სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ – ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებაზე და რეგიონის განვითარებაზე

28.06.2021 წ.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 64
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 60
    „ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე“ - კელი დეგნანიაშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება ვერ ექნება. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. „ამ კვირის განმავლობაში მსოფლიო აკვირდება მთელ რიგ მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს, რომელთა მიზანია რუსეთის ბოლოდროინდელ დესტაბილიზაციის…
  • 57
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 56
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…

არ გამოტოვოთ