შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო, რომელიც ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ – ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინება.

კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ – ერიკ ილესმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა – ლელა ბაქრაძემ.

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეო, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკაზე, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მულტისექტორული მიდგომის განხორციელების საჭიროებაზე და საზოგადებას მოუწოდებენ, თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ასევე, მომზადდა ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე სოციალური რეკლამა, რომელიც მასმედიის საშუალებით გავრცელდება. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდებათ სკოლის ადმინისტრაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კამპანიის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება ფოტოკონკურსი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვავე პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინება, რომელიც განსაკუთრებულად მავნე ზეგავლენას გოგონებსა და ქალებზე ახდენს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება. სწორედ ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობს სისხლის სამართლის იმ საქმეებს, რომელთა შესაძლო ჩადენის მოტივიც ბავშვთან ქორწინებაა.

მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობა და აღნიშნული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სიმწირე კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რაც ართულებს, ერთი მხრივ, დანაშაულის დროულ გამოვლენას და, მეორე მხრივ, ეფექტიან რეაგირებასა და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას.

კამპანიის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაცია “არბაითერ – სამარიტერ – ბუნდი (ASB) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელები.

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ - დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით დაიწყო საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და მსგავსი…
  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 66
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 65
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 64
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…

არ გამოტოვოთ