_ დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ისინი ყოველთვის უწევენ ჩვენს ქვეყანას და დღეს ეს გამოჩნდა ყველაზე რთული გამოწვევის დროს, როდესაც „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ   ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობას „ფაიზერით“ აცრისთვის რეგისტრაცია უკვე 24 ივლისიდან შეეძლება. მისივე თქმით, მომავალში, ონლაინ ჯავშნის გარდა, ვაქცინაცია შესაძლოა, ცოცხალი რიგითაც დაიწყოს.

_„ნახევარი მილიონი დოზა გვაძლევს საშუალებას, რომ მასობრივი იმუნიზაცია უფრო ფართო მასშტაბით გაიშალოს ქვეყანაში. თავისუფლად შეიძლება უკვე, რომ 250 ათასი ადამიანი აიცრას. „ფაიზერი“ კეთდება ორჯერ, 21 დღეში, 21-დან 28 დღემდე კეთდება მეორე ინექცია. 250 ათასი ადამიანი, პირველ ინექციაზე უკვე ხვალიდან შეიძლება ჩაეწეროს 20 დღის განმავლობაში, 21-ე დღეს დაიწყება მათთვის მეორე ინექციები. საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთი სწრაფი ინტერვენცია, რომ ჩვენ შევაკავოთ ეპიდსიტუაციის ის მზარდი გაუარესება, რაც ქვეყანაში გვაქვს.

დისტრიბუციისთვის ეს უფრო ადვილია. ჩვენ თუ პირველად აცრებს მარტო სამ ქალაქში, – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ვატარებდით, ახლა ეს იშლება უკვე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. დაახლოებით, 37 კლინიკით და 108 ბრიგადით ვიწყებთ და მერე თანდათან დაემატება.

მთავარია ხელმისაწვდომობა იყოს, რაც შეიძლება ფართო. გარდა ონლაინ ჯავშნისა, საშუალება ექნებათ, რომ დაჯავშნონ ტელეფონით, ანდა შემდგომში შეიძლება ცოცხალი რიგებით იყოს. მთავარია, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, ვაქცინაციის იქით ჩვენ გზა არ გვაქვს, ვაქცინაციის გარეშე ამ პანდემიას ვერ დავამთავრებთ“, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 123, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 111, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 41
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 36
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 34
    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 670  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა   38 ადამიანიბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 670 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 436 573-ს. ბოლო…
  • 34
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 33
    საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 59 ადამიანი გარდაიცვალაtopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 389 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 181 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 208 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების…