დამოუკიდებელი ექსპერტი _ტვინში ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შესაძლოა სიკვდილი გამოეწვია, ამ ეტაპზე ვერ ვნახეთარ არის გამორიცხულიადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას _ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო  IPN ავრცელებს.

რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა ნანახი, _ ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გეჯაძე აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას.

„რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე, გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა ნანახი.

იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. ამას კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი იმ ლოკაციაში, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა.

მეორე მხარეს, აღებულ იქნა კანზე არსებული ორი უბანი, რომელიც მიუთითებდა წინასწარ, არაკატეგორიულ ფორმატში გარკვეული ინექციის კვალზე“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია: