https://www.youtube.com/watch?v=w579zlNp3NY
  სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის მიერ მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მცირე ზომის ბახვი 1 ჰესის პროექტი, ჩაღრმავებული კვლევების ეტაპზე გადავიდა. კომპანია კვლევებს, საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით ახორციელებს, რაც გულისხმობს, საერთაშორისო და ადგილობრივი მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების მოწვევას და მათ მიერ კონკრეტული კვლევების ჩატარებას. ეს სტანდარტები ფაქტიურად გზამკვლევია კომპანიისათვის, თუ რა ტიპის კვლევები და შემარბილებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს, გარემოზე და ადამიანებზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, პიერ ბიდერმანი, რომელსაც მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს,  კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ – ის დამოუკიდებელი ექსპერტია. მისი უშუალო მონაწილეობით იგეგმება ყველა ის კვლევა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეტაპზეა გათვალისწინებული. პიერ ბიდერმანი, ბახვი 1 ჰესისთვის კლიმატის ცვლილების რისკის შეფასების კვლევის ჩატარების მიმართულებით ანგარიშის მომზადების პროცესში უკვე ჩაერთო.  ის კარგად იცნობს საერთაშორისოს აღიარებულ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს მსგავსი სახის კვლევების მომზადების კუთხით.

პიერ ბიდერმანი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სფეროში ფრანგული საკონსულტაციო   კომპანიის Alpage SARL დამფუძნებელიცაა. მისი კომპანია, კონსულტაციას უწევს პროექტების განმახორციელებლებს მსოფლიოს მასშტაბით და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების სწორედ წარმართვაში ეხმარება მათ. ის ასევე, მრავალი წლის მანძილზე იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  მრჩეველი და ასოცირებული დირექტორი.

პიერ ბიდერმანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორია კიდევ ერთხელ დაათვალიერა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მასთან, მისი საქართველოში ვიზიტის დროს ჩავწერეთ.

 

კითხვა: რა სახის გამოწვევები არსებობს ბახვი 1 ჰესის პროექტის განხორციელებაში?

პ.ბიდერმანი: ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საკმაოდ ვიწრო და რთული რელიეფის მქონე ხეობაში. აქედან გამომდინარე, ის არ ხვდება დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვეში და  უშუალო შემხებლობაში.  ამ ფაქტორის გათვალისწინებით,    მოცემულ არეალში პროექტის განხორციელების შემთხვევაში კომპანიას ორი სახის გამოწვევა ექნება, ერთი: გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები  და მეორე: უსაფრთხოების ნორმების დაცვა მშენებლობის ეტაპზე, რათა მოხდეს შესაძლო საფრთხეების თავიდან არიდება  ტერიტორიის მდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

კითხვა: როგორ შეაფასებდით კლიმატის ცვლილების რისკს?

პ. ბიდერმანი: ყველამ ვიცით, რომ გლობალური დათბობა იწვევს კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება პროექტის მხრიდან შესაძლო ზეგავლენას ადგილობრივ კლიმატზე, მნიშვნელოვანია ის რომ, არ არსებობს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი მცირე ჰესის მიერ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არც მსოფლიოში მოიპოვება არანაირი მაგალითი იმისა, რომ მცირე ჰესი გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე, მათ შორის არც საქართველოში. ამ საკითს მხოლოდ დიდი ჰესების ჭრილში თუ განვიხილავთ.  დიდი ჰესები, რომელთაც გააჩნიათ დიდი რეზერვუარები, რომელიც გარშემო ტბორავს 10 ათასობით კვადრატული მეტრის მქონე ფართობებს. მცირე ზომის ჰესები, როგორიცაა მაგალითად ბახვი 1 ჰესი, რომლის შეგუბება მცირეა,  არ ახდენს  გავლენას კლიმატზე.

კითხვა: როგორია თქვენი ჩართულობა ბიომრავალფეროვნების კვლევის პროცესში? 

პ. ბიდერმანი: დამატებითი კვლევების  მიმართულებით, რომელსაც ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში ახორციელებს კომპანია, ცხადია ჩართული ვარ. მე, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, ვახდენ დაკვირვებას ყველა მიმდინარე და დაგეგმილ კვლევაზე და ვეხმარები გუნდს,  რომ თითოეული კვლევა, რომელიც ჩატარდება ბიომრავალფეროვნების, თუ სოციალური საკითხების კუთხით, ჩატარებული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელთა სრული დაცვითაც  მუშაობს კომპანია. მაგალითად, პროექტის გუნდთან ერთად, უზრუნველვყოფთ, რომ ბიომრავალფეროვნების კვლევები  ჩატარდეს წლის შესაბამის  დროს და სწორ არეალში.

კითხვა: იგეგმება თუ არა კუმულაციური ზემოქმედების კვლევა, მდინარე ბახვისწალზე არსებული და დაგეგმილი ჰესების ჭრილში?

პ. ბიდერმანი: კუმულაციურ ზემოქმედებას ყველა პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ. კვლევა გულისხმობს იმის შესწავლას, თუ რა ტიპის შესაძლო ნეგატიური ურთიერთკავშირი  შეიძლება შეიქმნას იმ პროექტებს შორის, რომელიც  ბახვი 1 ჰესის პროექტის განხორციელების არეალშია მოქცეული. ჩვენ ვიცით, რომ ბახვისწყალზე  არსებობს სხვა ჰესი, ამიტომ ჩვენი მიზანია დეტალურად შევისწავლოთ, როგორც შესაძლო ნეგატიური ასპექტები, ასევე, შესაძლებლობებიც.

კითხვა: როგორ დაიგეგმება სოციალურ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხები?

პ. ბიდერმანი: როცა განვიხილავთ სოციალურ ასპექტებს ისეთი მცირე ჰესისათვის, როგორიც არის ბახვი 1 ჰესი, რამდენიმე მიმართულებაა რომელსაც უნდა დაეთმოს ყურადღება: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმის იდენტიფიცირება, ახდენს თუ არა პროექტი ზემოქმედებას ადგილობრივი მაცხოვრებლების ქონებაზე, სოფლის მეურნეობასა თუ შემოსავალზე; შემდგომში რასაკვირველია, ჰესის მშენებლობისა და ოპერირების დროს, ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების საკითხებს. მოცემული პროცესის განუყოფელი ნაწილია, შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მათთან განხილვა შემუშავებული შემარბილებელი ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელებაც იგეგმება პროექტის ფარგლებში.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 68
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 64
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 62
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 61
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 61
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…