დღეს, ქ. ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზ „თამარიონში“ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ადგილობრივი ორგანიზაციის კონფერენცია  გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავას ხსოვნას.

კონფერენციას უძღვებოდა „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი სიორიძე.

გიორგი სიორიძემ კონფერენციაზე ისაუბრა  „ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და კონფერენციის მონაწილე 53 დელეგატს საარჩევნო სიახლეებზე ესაუბრა. მან აღნიშნა ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა სიორიძის დამსახურება ორგანიზაციის წინაშე და ის ობიექტური მიზეზები დაასახელა, რის გამოც კახა სიორიძე თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა.

მისი თქმით, არჩევნებში უნდა დაინერგოს ევროპული სიახლეები და მან ისაუბრა ჰოლანდიური მოდელის შესახებ, როცა ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი პარლამენტში არჩევის შემთხევაშიც კი კვლავ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრად რჩება და წარმოადგინა ბიულეტენის ნიმუში, სადაც ფარული კენჭისყრით ადგილობრივი ორგანიზაციის გამგეობის 5 წევრის გარდა, ცალკე კვოტით აირჩევდნენ ქალთა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებს, ხოლო შემდეგ გამგეობა აირჩევდა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს.

არჩვნებში სულ 9 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც  ხმების უმრავლესობა მიიღეს: ინგა ფრანგულაშვილმა (ქალთა კვოტით); მარიკა ფუტკარაძემ (ახალგაზრდული კვოტით); გიორგი ბოლქვაძემ, ნინო საჯაიამ, კახაბერ სურგულაძემ, ზაზა ჩხარტიშვილმა და ტოგო ჭელიძემ.

გამგეობამ „ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ტოგო ჭელიძე აირჩია.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 59
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 57
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 48
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 48
    მსოფლიოს ერთ-ერთი  ყველაზე მტკივნეული გლობალური პრობლემა ძალადობაა ქალების და ბავშვების მიმართ.პროექტი  „ბავშვთა და მოზარდთა  მიმართ ძალადობის პრევენცია“-  ხორციელდება  „ საქველმოქმედო კავშირი-ქალთა ცენტრის და ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტის თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში  სკოლის პედაგოგებისა  და საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის  კაჭრეთში ,სასტუმრო „ამბასადორში“,  ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგების კურსი,რომელსაც  უძღვებოდნენ:  საერთაშორისო ექსპერტები: ია ვერულაშვილი,პროფესორი, ორგანიზაცია „კავშირი-ქალთაცენტრი“. „ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ნაადრევი იდენტიფიკაციის მეთოდების გამოყენება…
  • 47
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…