დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძემ რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
_ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის სათეატრო სეზონი გაიხსნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლით „მონატრება – ნუ გააღვიძებ“ (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, ინსცენირება ლელა არაბიძის), რომელშიც თეატრის 4 თაობა მონაწილეობდა, მათ შორის, დებიუტანტი მსახიობები, რომლებსაც პირველად შეხვდა ფართო აუდიტორია.
15 მაისს, მცირე სცენა გაიხსნა ვანო ხუციშვილის სპექტაკლით „სამს პლუს სამი“ (მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით). მას მოჰყვა ელენე მაცხონაშვილის თოჯინური სპექტაკლი დიდებისთვის „დონ კიხოტი“ და მამუკა ბაბილოძის „ვერნისაჟი“ (ვაცლავ ჰაველის აბსურდის კომედია), დიდ სცენაზე კი წარმოდგენილი იყო: დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი „მთავარი როლი“ (თამარ ბართაიას პიესის მიხედვით) და ოთარ კუტალაძის „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (ედუარდო დე ფილიპოს კომედია).
არანორმალურ რეჟიმში იმუშავა თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა, ტექნიკურმა პერსონალმა და დირექციამ და თვენახევრის განმავლობაში 27 წარმოდგენა გამართა. ივნისის ბოლოს თეატრმა მცირე შესვენება გამოაცხადა და თავისი სცენები ოზურგეთში სტუმრად ჩამოსულ თეატრებს დაუთმო. მცირე ხნის განმავლობაში, ოზურგეთის თეატრის სცენაზე წარმოდგენები გამართეს:
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა (ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“, რეჟისორი რამაზ იოსელიანი); ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულმა სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა („მაუგლი“, რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა); ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა (აქვსენტი ცაგარელის „ჭკუისა მჭირს“, რეჟისორი გიგი ლორია).
წლის ბოლომდე ოზურგეთის თეატრი მორიგ პრემიერებს შესთავაზებს მონატრებულ მაყურებელს. ეს დადგმებია: ჰოფმანის მიხედვით „მარი და ჰარის თავგადასავალი“ (რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე), სამხატვრო ხელმძღვანელის ინიციატივით იგეგმება გურიის წარსულის გაცოცხლება სცენაზე. რეჟისორი გოჩა კაპანაძე უკვე მუშაობს სპექტაკლზე „გურიის უკანასკნელი დედოფალი – სოფია“, ხოლო რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი საავტორო სპექტაკლს „გურიის რესპუბლიკა“ დადგამს.
თეატრი ფონდმა „ქართუმ“ გაარემონტა, ხოლო რადიოთეატრის სტუდია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფინანსური დახმარებით გაკეთდა. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სტუდიაში 3 კამერა იმუშავებს.
ძალიან დიდი თანხები სჭირდება კომუნალურ ხარჯებს. ივლისს, აგვისტო, სექტემბერში მხოლოდ კომუნალური ხარჯებისთვის 200 ათასი ლარია საჭირო.ვფიქრობ კულტურის სამინისტროს წინაშე დავაყენო საკითხი თეატრების რანჟირების შესახებ. ოზურგეთის თეატრის შენობის საერთო ფართი 7.800 კვადრატული მეტრია.
მიმდინარე ზაფხულს იგეგმება ფართო მასშტაბიანი საგატროლო ტურნე რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. აქ ჩვენ სპექტაკლებს გავმართავთ ამბროლაურის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში.
იცით, რომ ევრაზიის თეატრებისა და ფესტივალების საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, სადაც 6 ქვეყანაა გაერთიანებული. ოფისი სტამბულში გვაქვს. 5-6 აგვისტოს აქ მორიგი შეხვედრა გაიმართება და ასოციაციის წევრად ესპანეთს მივიღებთ.
რაც შეეხება ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს პლუს ქართული მწერლობა, უფრო მრავალფეროვანი გახდება.
2022 წელს ფესტივალში 21 უცხოეთის ქვეყანა მიიღებსმონაწილეობას.
ოზურგეთის თეატრის ახალი სეზონის გახსნას ფართოდ გამოეხმაურა პრესა. ფაქტორბივად არ დარჩენილა არცერთი ტელევიზია, რომელმაც არ გააშუქა თეატრის გახსნა და საპრემიერო წარმოდგენები, კრიტიკოსებმა: გიორგი ყაჯრიშვილმა, ლელა ოჩიაურმა, დავით ბუხრიკიძემ, გუბაზ მეგრელიძემ, მაკა ვასაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა, ნუცა კობაიძემ და სხვებმა გამოაქვეყნეს რეცენზიები და წერილები თეატრზე და სპექტაკლებზე.
ოზურგეთის თეატრს დაგეგმილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალში, ისე თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამაში. ასევე თეატრი გეგმავს გამგზავრებას უკრაინასა და ყაზახეთში. ხერსონში ჩვენ დოიაშვილის 3+3 უნდა წავიღოთ. თუ წინა ფესტივალზე თამარ მდინარაძემ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული მიიღო, ამჯერად გრან პრიზე გვექნება განაცხადი. ჩვენ კვლავ ვეწვევით გენიჩესკს.
_ ჩვენ უნდა დავიჭიროთ ის ნიშა, რასაც გურიის ეს თეატრი საქართველოში იმსახურებს _განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
ჟურნალისტები ეწვივნენ თეატრის მუზეუმს და შემდეგ რეჟისორ გოჩა კაპანაძის დადგმის „გურიის უკანასკნელი დედოფალი“ რეპეტიციას დაესწრნენ. რეჟისორმა პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს.
მსგავსი სტატიები
- 72
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 64
2021 წლის 14 მაისს, ოზურგეთის ალ წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის ისტორია ახალი, გაუხუნარი ფურცლით შეივსო. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევითა და ფონდ „ქართუს“ სოლიდური დაფინანსებით გრანდიოზულად რეაბილიტირებული თეატრის შენობა, ქმნილება, რომელიც, თავისი წარმოსადეგობითა და სრულყოფილებით არათუ რეგიონს, არამედ ნებისმიერ მეგა ქალაქსაც კი დაამშვენებს. ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩვენი…
- 60
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 59
დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსს ვასილ ჩიგოგიძის 70 წელი შეუსრულდა. თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი და ადმინისტრაცია ულოცავს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თეატრის უდიდეს ქომაგს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას…
- 59
ჩვენო გულანთებულო გურულებო და ჩვენი თეატრის მოყვარულებო! ქვეყანაში პანდემიური სიტუაციის გართულების გამო, რაც ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდაში გამოიხატება, ჩვენი თეატრის რეაბილიტირებული შენობისა და 153-ე სათეატრო სეზონის გახსნა მცირე ხნით გადაიდო. მოხარული ვართ თქვენი ინტერესითა და მოლოდინით გურიაში ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიმართ. გურიის ერთადერთი სახელმწიფო თეატრისადმი თქვენი სიყვარული და თანადგომა ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია.…