რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა.
მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება.
ამ დროისთვის, დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი _ამის შესახებ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ იუწყება.
მსგავსი სტატიები
- 66
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 51
1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 51
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 50
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 48
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…