ბახვი 1 ჰესის განმახორციელებელი კომპანიის „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ მენეჯმენტი, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ჰიდროელექტროსადგურის ბახვი 1 ჰესის წარდგენის მიზნით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

2021 წლის 14 ივლისს, ქ.ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში, კლიმატის სამოქმედო რეგიონული ჯგუფის წევრები „ბახვი 1 ჰესის“ პროექტს გაეცნენ.  ჯგუფი,  ევროკავშირის დაფინანსებით, CENN-ის მიერ განხორციელებული პროექტის,საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებშიარის შექმნილი და მიზნად ისახავს, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში.

„სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ, პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ და გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა მენეჯერმა,  დავით მიქელაძემ ბახვი 1 ჰესის პროექტი და მისი განვითარების ეტაპები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. შეხვედრა, კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

_„ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN – მა საკმაოდ საინტერესო ჯგუფი შექმნა რეგიონში, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებით.  მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფში არიან ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებიც. როგორც რეგიონისათვის, ასევეჩვენთვისაც, ეს პლატფორმა საკმაოდ მნიშნელოვანია, სწორედ ამიტომ, დღეს გავმართეთ შეხვედრა, სადაც ჯგუფის წევრებს გავაცანით პროექტი და მისი დეტალები, ასევე, ყურადღებით მოვისმინეთ ყველა კითხვა და მოსაზრება რაც გაჟღერდა. შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, ჩვენს სამუშაო დღის წესრიგში, ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ უკუკავშირი და ჩვენც, ჩვენის მხრივ გამჭირვალედ მოვახდინოთ ინფორმაციის გაზიარება“ – განაცხადა, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.

კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ჰიდროელექტროსადგურის, ბახვი 1 ჰესის განმახორციელებელი კომპანიაა. პროექტი, გარემოზე ზეგავლენის შეფასების კვლევის ეტაპზე იმყოფება. დაგეგმილი ჰესის სიმძლავრე 12 მეგავატს შეადგენს, გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა კი, წელიწადში 50 მილიონ კილოვატსაათს უტოლდება.

დაფინანსებული ფართი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 77
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 72
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 71
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 68
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…

არ გამოტოვოთ