ოზურგეთის სასპორტო სკოლის აღზრდილი, საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში  გიორგი თოხაძე 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის 55 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

მანამდე გიორგი თოხაძე ბავშვთა ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი და ჭაბუკთა შორის (17 წლამდე) ევროპის ჩემპიონი იყო.

გაზეთი „ალიონი“ ცნობილ მწვრთნელს, მსოფლიო თასის მფლობელს გურამ მაჭარაშვილს ესაუბრა:

_ოზურგეთის ჭიდაობის სკოლის კიდევ ერთი გამარჯვებაა გიორგი თოხაძის წარმატება.ვულოცავთ მის მწვრთნელებს ძმებს ზურაბიანებს და  ზურაბ ჯაბიძეს (ნაკრების მწვრთნელი) ამ გამარჯვებას.

უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ერთი ოზურგეთელი,ჩემი აღზრდილი  საქართველოს ნაკრების წევრი საბა მამალაძე  ტრავმის გამო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრა. საბას ნაკრებში ასევე ჩემი აღზრდილი უჩა მჟავანაძე წვრთნის.

ჩემი გულისტკივილი უნდა გაგიზიაროთ. ოზურგეთში, სხვადასხვა სოფლის საჭიდაო ჯგუფებში ბევრი ბავშვი დადის სხვადასხვა დაბიდან თუ სოფლიდან. მგზავრობა გაძვირდა. ვიცი, თბილისის მერია  40 ლარამდე თანხას ურიცხავს სპორტსმენებს სატრანსპორტო ხარჯებისთვის. ოზურგეთშიც შეიძლება დაუდგნენ ბავშვებს გვერდით  და საკრებულომ მიიღოს გადაწყვეტილება სატრანსპორტო ვაუჩერების გაცემის შესახებ. ან კიდევ სპონსორები გამოჩნდნენ _გვითხრა გურამ მაჭარაშვილმა.

 

მსგავსი სტატიები

  • 51
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 48
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 47
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 45
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 40
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…

არ გამოტოვოთ