ვასილ ჩიგოგიძის წინადადებით თეატრისწინა მოედანს ზვიად გამსახურდიას სახელობის თეატრალური მოედანი უნდა დაერქვას.

გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავისი  გადაწყვეტილებით ქალაქ ოზურგეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსახელო სკვერს არსენ კეჭაყმაძის სახელი მიანიჭა.

ამ თემაზე საკუთარი დადებითი პოზიცია დააფიქსირეს დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ და ვასილ ჩიგოგიძემ.

ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ თეატრალურ ბაღს, ამიერიდან კოლორიტი ოზურგეთელის, არსენ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.

მანვე აღნიშნა, რომ თეატრალური მოედანს წლების წინ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. იგი ძალიან დიდ პატივს სცემს, საბჭოთა იმპერიისაგან გათავისუფლებული საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელს.

_მე უდიდეს პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას სახელს, მაგრამ ოზურგეთის განახლებულ თეატრს არ უნდა ჩამოვაცილოთ შესაბამისი სახელდებები, რაც თეატრთანაა დაკავშირებული. ამიტომ შემოვდივარ წინადადებებით, ოზურგეთის თეატრის წინ მდებარე მოედანს ეწოდოს ზვიად გამსახურდიას სახელობის თეატრალური მოედანი _განაცხადა თეატრის დირექტორმა.

ცნობისთვის: ოზურგეთის თეატრალურ მოედანს მინიჭებული ჰქონდა ზვიად გამსახურდიას სახელი.ზვიადის ბარელიეფი მხატვარმა, ვახტანგ მამეიშვილმა შექმნა და  სამხატვრო გალერეის შენობის კუთხეში  კედელზე განთავსდა.

ეს ფოტო თეატრალური მოედნისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების დღეს გადავიღეთ.

2011-2012 წელს, როცა შენობას ფასადურად  არემონტებდნენ, ბარელიეფი მოხსნეს და შემდეგ არ დაუმაგრებიათ კედელზე. შენობას კუთხეში დააშენეს მე-4 სართული, რომელიც შორს არის ქართული არქიტექტურისაგან და განახლებული თეატრის ფონზე აუშნოებს ქალაქს…

 

 

მსგავსი სტატიები

  • 61
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 59
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 59
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 55
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…

არ გამოტოვოთ