https://www.youtube.com/watch?v=w579zlNp3NY
  სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის მიერ მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მცირე ზომის ბახვი 1 ჰესის პროექტი, ჩაღრმავებული კვლევების ეტაპზე გადავიდა. კომპანია კვლევებს, საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით ახორციელებს, რაც გულისხმობს, საერთაშორისო და ადგილობრივი მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების მოწვევას და მათ მიერ კონკრეტული კვლევების ჩატარებას. ეს სტანდარტები ფაქტიურად გზამკვლევია კომპანიისათვის, თუ რა ტიპის კვლევები და შემარბილებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს, გარემოზე და ადამიანებზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, პიერ ბიდერმანი, რომელსაც მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს,  კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ – ის დამოუკიდებელი ექსპერტია. მისი უშუალო მონაწილეობით იგეგმება ყველა ის კვლევა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეტაპზეა გათვალისწინებული. პიერ ბიდერმანი, ბახვი 1 ჰესისთვის კლიმატის ცვლილების რისკის შეფასების კვლევის ჩატარების მიმართულებით ანგარიშის მომზადების პროცესში უკვე ჩაერთო.  ის კარგად იცნობს საერთაშორისოს აღიარებულ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს მსგავსი სახის კვლევების მომზადების კუთხით.

პიერ ბიდერმანი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სფეროში ფრანგული საკონსულტაციო   კომპანიის Alpage SARL დამფუძნებელიცაა. მისი კომპანია, კონსულტაციას უწევს პროექტების განმახორციელებლებს მსოფლიოს მასშტაბით და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების სწორედ წარმართვაში ეხმარება მათ. ის ასევე, მრავალი წლის მანძილზე იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  მრჩეველი და ასოცირებული დირექტორი.

პიერ ბიდერმანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორია კიდევ ერთხელ დაათვალიერა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მასთან, მისი საქართველოში ვიზიტის დროს ჩავწერეთ.

 

კითხვა: რა სახის გამოწვევები არსებობს ბახვი 1 ჰესის პროექტის განხორციელებაში?

პ.ბიდერმანი: ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საკმაოდ ვიწრო და რთული რელიეფის მქონე ხეობაში. აქედან გამომდინარე, ის არ ხვდება დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვეში და  უშუალო შემხებლობაში.  ამ ფაქტორის გათვალისწინებით,    მოცემულ არეალში პროექტის განხორციელების შემთხვევაში კომპანიას ორი სახის გამოწვევა ექნება, ერთი: გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები  და მეორე: უსაფრთხოების ნორმების დაცვა მშენებლობის ეტაპზე, რათა მოხდეს შესაძლო საფრთხეების თავიდან არიდება  ტერიტორიის მდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

კითხვა: როგორ შეაფასებდით კლიმატის ცვლილების რისკს?

პ. ბიდერმანი: ყველამ ვიცით, რომ გლობალური დათბობა იწვევს კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება პროექტის მხრიდან შესაძლო ზეგავლენას ადგილობრივ კლიმატზე, მნიშვნელოვანია ის რომ, არ არსებობს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი მცირე ჰესის მიერ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არც მსოფლიოში მოიპოვება არანაირი მაგალითი იმისა, რომ მცირე ჰესი გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე, მათ შორის არც საქართველოში. ამ საკითს მხოლოდ დიდი ჰესების ჭრილში თუ განვიხილავთ.  დიდი ჰესები, რომელთაც გააჩნიათ დიდი რეზერვუარები, რომელიც გარშემო ტბორავს 10 ათასობით კვადრატული მეტრის მქონე ფართობებს. მცირე ზომის ჰესები, როგორიცაა მაგალითად ბახვი 1 ჰესი, რომლის შეგუბება მცირეა,  არ ახდენს  გავლენას კლიმატზე.

კითხვა: როგორია თქვენი ჩართულობა ბიომრავალფეროვნების კვლევის პროცესში? 

პ. ბიდერმანი: დამატებითი კვლევების  მიმართულებით, რომელსაც ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში ახორციელებს კომპანია, ცხადია ჩართული ვარ. მე, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, ვახდენ დაკვირვებას ყველა მიმდინარე და დაგეგმილ კვლევაზე და ვეხმარები გუნდს,  რომ თითოეული კვლევა, რომელიც ჩატარდება ბიომრავალფეროვნების, თუ სოციალური საკითხების კუთხით, ჩატარებული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელთა სრული დაცვითაც  მუშაობს კომპანია. მაგალითად, პროექტის გუნდთან ერთად, უზრუნველვყოფთ, რომ ბიომრავალფეროვნების კვლევები  ჩატარდეს წლის შესაბამის  დროს და სწორ არეალში.

კითხვა: იგეგმება თუ არა კუმულაციური ზემოქმედების კვლევა, მდინარე ბახვისწალზე არსებული და დაგეგმილი ჰესების ჭრილში?

პ. ბიდერმანი: კუმულაციურ ზემოქმედებას ყველა პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ. კვლევა გულისხმობს იმის შესწავლას, თუ რა ტიპის შესაძლო ნეგატიური ურთიერთკავშირი  შეიძლება შეიქმნას იმ პროექტებს შორის, რომელიც  ბახვი 1 ჰესის პროექტის განხორციელების არეალშია მოქცეული. ჩვენ ვიცით, რომ ბახვისწყალზე  არსებობს სხვა ჰესი, ამიტომ ჩვენი მიზანია დეტალურად შევისწავლოთ, როგორც შესაძლო ნეგატიური ასპექტები, ასევე, შესაძლებლობებიც.

კითხვა: როგორ დაიგეგმება სოციალურ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხები?

პ. ბიდერმანი: როცა განვიხილავთ სოციალურ ასპექტებს ისეთი მცირე ჰესისათვის, როგორიც არის ბახვი 1 ჰესი, რამდენიმე მიმართულებაა რომელსაც უნდა დაეთმოს ყურადღება: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმის იდენტიფიცირება, ახდენს თუ არა პროექტი ზემოქმედებას ადგილობრივი მაცხოვრებლების ქონებაზე, სოფლის მეურნეობასა თუ შემოსავალზე; შემდგომში რასაკვირველია, ჰესის მშენებლობისა და ოპერირების დროს, ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების საკითხებს. მოცემული პროცესის განუყოფელი ნაწილია, შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მათთან განხილვა შემუშავებული შემარბილებელი ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელებაც იგეგმება პროექტის ფარგლებში.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    მცირე ჰიდროელექტროსადგური არ იწვევს მავნე სათბური აირების გაფრქვევას ოპერირების პერიოდში და შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესშიინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დამოუკიდებელ, საერთაშორისო ექსპერტთან, პიერ ბიდერმანთან https://www.youtube.com/watch?v=ffbpXbYBSCY ბახვი ჰესის პროექტის, კერძოდ მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის კუმულაციური კვლევის შედეგებზე,  მდინარე ბახვისწყლის ხეობაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის თანაარსებობაზე, თევზსავალზე და მისი მუშაობის პრინციპზე, მის, როგორც საერთაშორისო, დამოუკიდებელი, ექსპერტის პროექტში ჩართულობასა და ჰიდროელექტროსადგურზე, როგორც სათბური გაზების შემცირების …
  • 70
    ჰიდროელექტროსადგური არ იწვევს მავნე სათბური აირების გაფრქვევას ატმოსფეროშისაერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტი პიერ ბიდერმანი ბახვი ჰესის პროექტებზე ფრანგი საერთაშორისო ექსპერტი, პიერ ბიდერმანი გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების ექსპერტია 25 წლიანი გამოცდილებით. ის EBRD-ის „ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გზამკვლევის“ თანაავტორი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის „Alfage“ დამფუძნებელი და მთავარი მკვლევარია.   პიერ ბიდერმანი უშუალოდ იყო ავტორი ბახვი ჰესის კუმულაციური ზემოქმედების და მიკრო…
  • 69
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…

არ გამოტოვოთ