ოზურგეთელმა მადლენა ბერიძემ „გალფის“ გათამაშებაში ბოლო მოდელის „ფორდ რეინჯერი“მოიგო.

„კიდევ ერთი ბედნიერი მომხმარებელი _ მადლენა ბერიძე ოზურგეთიდან.

მადლენა ექიმი ოზურგეთში სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობს.

ჩვენი ფორდით ის ახლა ოზურგეთისკენ მიემგზავრება. სულ მწვანეზე გევლოთ ქალბატონო მადლენა“ _წერს კომპანია „გალფი.“

მადლენა ბერიძე სოფელ მთისპირიდანაა. ამჟამად ანასეულში ცხოვრობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE ორი დღის წინ გავარცელეთ, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო გვხთოვეს რომ აგვეღო…

ვულოცავთ ქალბატონ მადლენას ამ მოგებას.