ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით 11 ივლისს ქ. თბილისში  საქართველოს პარლამენტის წინ  მედიის წარმომადგენლები აქცია გამართეს სახელწოდებით „ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას“. ამ  აქციით ჟურნალისტები აპროტესტებდნენ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ჟურნალისტება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

დღეს, ქ. ოზურგეთში რეგიონის მედიის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაიებმა საპროტესტო მდუმარე აქცია გამართეს.

აქციის რამდენიმე მონაწილემა გაზეთ „ალიონთან“ გააკეთა კომენტარი:

_თამარ  ოგანავა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი: დღეს, ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის სოლიდარობა მედიის მიმართ. დღეს დილიდან სახალხო დამცველმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, ვინაიდან სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია ძალადობრივი მოწოდებების შესახებ, უნდა უზრუნველეყო ეფექტური რეაგირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება. სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა მართლწესრიგის დაცვა. ეფექტური პრევენციული ღონისძიებები ჩვენ ვერ ვიხილეთ. სახალხო დამცველი ამბობს, რომ გამოძიების პროცესს დააკვირდება  და შესაბამისად  მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელი აქტიურობა, რადგან მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენს საზოგადოებაში. შესაბამისად დღეს ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი სწორედ  ის არის, რომ გამოვუცხადოთ სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებს.

თამარ ღლონტი, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი :_  ასეთ  დროს საზოგადოების პროტესტი აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვაპროტესტებ განსხვავებული აზრის მიუღებლობას. საქართველოში ადამიანები განსხვავებულს ქოლავენ. ნებისმიერი ძალადობა დაუშვებელია. დაუშვებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ამ ძალადობას ახალისებს, ქვეყანაში აღვივებს აგრესიას.უკეთესი იქნებოდა გაცილებით  მეტი ადამიანი მოსულიყო  დღევანდელ  აქციაზე. მე ვფიქრობ რომ  საზოგადოებამ არ უნდა მიიღოს, არ  უნდა შეეგუოს ძალადობას. ყველამ უნდა აღიმაღლოს ხმა, რა თქმა უნდა მშვიდობიან ფორმებში.

გიორგი გირკელიძე, ჟურნალისტი (გაზეთი „გურია ნიუსი“): _ დღევანდელი შეხვედრა  აუცილებელი იყო,  რათა ხელისუფლებას დავანახოთ  ჩვენი ძალა. სამწუხარო  რეალობაში გავიღვიძეთ, გარდაცვლილია ოპერატორი. საჭიროა ყველა შესაბამისმა უწყებამ დროულად, სწრაფად მოახდინონ საქმის გამოძიება. ყველა ადამიანი, რომელიც 5-6 ივნისს მონაწილეობდა ძალადობაში, უნდა იყოს დასჯილი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს,  ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. 20 წელზე მეტია ჟურნალისტიკაში ვარ და მუდმივად  ვხედავ ბრძოლას ჟურნალისტების წინააღმდეგ. ჟურნლალისტებთან დაპირისპირებით  ვერავინ იმარჯვებს. პირველ  რიგში სამძიმარი მინდა გამოვუცხადო  „tv პირველის“ გუნდს და მოვუწოდოთ ყველას, ამოიღონ ხმა და დააფიქსირონ საკუთარი  აზრი. ვიყო თ სოლიდარულები  ერთმანეთის მიმართ. ახლა დუმილის დრო  ნამდვილად  არ  არის.

მინდია სალუქვაძე, პროგრესის სახლის გამგეობის თავმჯდომარე:  სოლიდარული ვარ  ჟურნალისტების მიმართ, მათთვის ძალიან მძიმე დღე იყო გუშინ. მადლობელი ვარ  მათი, ჟურნალისტები რომ არა ამ ქვეყანაში ის ნათელი კუნძულებიც არ იქნებოდა, რაც არის და შუა საუკუნეების ხალიფატში ვიცხოვრებდით.  ქვეყანაში განვითარებისთვის, ჩვენი ისტორიული არჩევანის , ევროპული ინტეგრაციისთვის  ყველაზე მეტს მედია აკეთებს. ამიტომაცაა მიზანმიმართული ქმედებები მედიის წინააღმდეგ, შემთხვევითი არაფერი არაა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი: მარი კოძოევი

 

მსგავსი სტატიები

  • 71
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 67
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 65
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 63
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…