„პლანტატორობა დაბრუნდა?

ორი კვირა გავიდა და ანაზღაურება ჯერ არ გაუციათ.

დაბა ლაითურში მოცვის პლანტაციაში სიცხეში მომუშავე ადამიანები ორ კვირაზე მეტია ანაზღაურებას ელოდება.

ბევრი ჩემი ნაცნობი თუ ახლობელი მუშაობდა დასახელებულ ტერიტორიაზე და საყვედური გამოთქვა შეწუხებულმა ადამიანებმა: “გვამუშავეს აუტანელ სიცხეში და ფულს არავინ იძლევა”

” როდის იქნება არც ის ვიცითო”.

სამუშაო ადგილები თუნდაც დროებითი კარგია მაგრამ ადამიანებს ანაზღაურება არ უნდა მოუწიოს?

ვფიქრობ მოქალაქეები ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს. მეწარმე კი გულგრილად დუმს“ _წერს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

_ჩემი ახლობელი მუშაობდა. 24 წლისაა, პატარა ბავშვი სახლში ჰყავდა დატოვებული. სხვა ლიხაურელებიც იყვნენ. იცით როგრი რთული და შრომატევადია მოცვის პლანტაციაში მუშაობა. ზოგმა 10 დღე იმუშავა, ზოგმა ნაკლები. 25-26 ივნისს უნდა მიეღოთ ანაზღაურება. დღემდე არ აუღიათ . დასაქმებელი კომპანია „ლურჯი ველი“ იყო._გვითხრა სატელეფონო საუბარში ირმა გორდელაძემ.

ვინაიდან კომპანიის ხელმძღვანელებს ვერ დავუკავშირდით, სოციალურ ქსელში AGROFAGE-ზე2019 წლის 12 ივლიის გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ:

„კომპანია „ლურჯი ველი“ ოთხ კომპანიას აერთიანებს (შპს „მოცვი“, შპს „ქართული მოცვი“ და შპს „ჯეობერი“), რომლებიც ოზურგეთის რაიონში მოვლა-მოყვანის ერთნაირი ტექნოლოგიით მაღალხარისხიან ლურჯ მოცვს აწარმოებენ. ერთიან მენეჯმენტს კომპანია „ლურჯი ველი“ ახორციელებს.

როგორც კომპანია „ლურჯი მოცვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ლებანიძე მოგვითხრობს, _ საქართველოში მოცვის მოსავლის აღების სეზონი სრულდება. წლეულს პირველი კომერციული მოსავალი მივიღეთ, დაახლოებით _ 65 ტონა კენკრა. ლურჯი მოცვის სამი ძირითადი ჯიში: „ლეგასი“, „ონილი“ და „დიუკი“ მოგვყავს, თუმცა ბოლომ დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ პირობებში არ გაამართლა. მართალია შესანიშნავი გემო კი აქვს, მაგრამ ადგილობრივი კლიმატი მცენარეს სრულყოფილად განვითარების საშუალებას არ აძლევს. მოწეული კენკრის 100-ვე პროცენტი ექსპორტზე გაგვაქვს. ამ წლეულს შუამავლის მეშვეობით 10% ევროკავშირის ბაზარზეც გავყიდეთ, დანარჩენი რუსეთში გავიტანეთ, სადაც ფასი საკმრისად კონკურენტული იყო.

საქართველოსო საექსპორტო ფანჯარა მაისის ბოლოდან ივლისის დასასრულამდე მუშაობს. ამ პერიოდში ფასები როგორც ევროპის, ისე რუსეთის ბაზრებზე მიმზიდველია. ამ დროს ევროკავშირის ბაზარი კილოგრამ ლურჯ მოცვში $8 იხდიან, რუსეთის ბაზარზე ექსპორტიორები კილოგრამს პლანტაციიდანვე $6,5 ყიდულობდნენ. 25 ივლისიდან ფასები $2-3-მდე დაეცა, თუმცა ჩვენ კენკრა უკვე მთლიანად გავყიდეთ_წერს AGROFAGE.

რედაქცია დაუკავშირდა  კომპანია „ლურჯი ველის“ მენეჯერს გია ხუჭუას, რომელმაც გვიპასუხა, რომ 11 ივლისს დამთავრდა ლურჯი მოცვის კრეფა. ამჟამად ბუღალტერია მუშაობს დაქირავებულების ხელფასების დარიცხვაძე (200-მდე კაცი მუშაობდა)  და კვირის ბოლოს, სავაუდოდ დაანგარიშება დასრულდება და ყველა დაქირავებული მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 59
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 52
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 51
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 49
    „დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს ფუტკრის დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ინტაბუეთში (ჯვარცხმის თემი) ცხოვრობს გურიის რეგიონში ერთ-ერთი პროფესიონალი ვეტერინარი და მეფუტკრე გივი ანთაძე, რომელსაც მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი  საგანმანათლებლო მუშაობასაც ეწევა. ჩვენ მას შევხდით, ვნახეთ მისი მრავალმხრივად განვითარებული მეურნეობა და რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებზე ვესაუბრეთ:   „სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ნუგზარ…
  • 49
    როგორ შევხვდეთ ლურჯი ვეფხვის, 2022 წელს, რომ მან წარმატება და იღბალი მოგვიტანოს?რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის ვეფხვის წელი 2022 წლის 1 თებერვალს დგება, მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ ამ დღესასწაულის წინასწარ აღნიშვნას, ახალი წლის კალენდრის შესაბამისად. ამის გათვალისწინებით, ღირს, 31 დეკემბერს ყურადღება მივაქციოთ მომავალი წლის მასპინძელს- წყლის ვეფხვს. წლის მფარველ ცხოველთან „მეგობრობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორი ჩაცმულობაა. ვეფხვი ლამაზი და ნათელი ცხოველია. ამიტომ, უნდა…

არ გამოტოვოთ