საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის SLR ბრიტანეთის განყოფილებამ, ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების  შესწავლა დაიწყო

კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI -ის მენეჯმენტმა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SLR–თან ხელშეკრულება გააფორმა. SLR-ის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი საერთაშორისო გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 1,600-მდე კონსულტანტს ბრიტანეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, აშშ-ს, კანადის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ოფისებში (https://www.slrconsulting.com/) SLR-ის ბრიტანეთის ოფისი კი, SLR-ის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის წევრია.

სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-სა და SLR-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად,   საერთაშორისო კომპანიის ბრიტანეთის ოფისის წამყვანი კონსულტანტი, ნიკოლა ფოლკსი, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ბახვი 1 ჰესის“ საპროექტო ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნების კვლევას ხელმძღვანელობს. ბიომრავალფეროვნების შესწავლა დაგეგმილია შემდეგი კვლევების ჭრილში: წყლის სახეობები, ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები და რეპტილიები, ღამურები, ფლორა, სოკოები და ტყის საფარი. ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების კვლევის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება, ასვე, მოხდება ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის და კრიტიკული ჰაბიტატების კვლევის მომზადება.

ნიკოლა ფოლკსი საქართველოს სტუმრობდა და „ბახვი 1 ჰესის“ საპროექტო ტერიტორია შეისწავლა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მასთან, მისი საქართველოში ვიზიტის დროს ჩავწერეთ.

კითხვა: რა არის კომპანია SLR-ის კომპეტენცია და სამუშაო გამოცდილება?

ნ. ფოლკსი: საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ეს-ელ-არს 1600 პროფესიონალი ემსახურება. ამ ეტაპზე, ბევრ პროექტზე ვმუშაობთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათ შორისაა საქართველო. ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების კვლევებს, რომლის საფუძველზეც,  პროექტების განმახორციელებლებისთვის, ვწერთ ბიომრავალფეროვნების და ყველა საყურადღებო სახეობების შეფასებებს. ასევე, ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმებს.

კითხვა:_ რა სახის კვლევებს აკეთებთ ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში?

ნ.ფოლკსი: _„ბახვი 1 ჰესისთვის“ ჩვენ ვაკეთებთ ყოვლისმომცველ საფუძვლიან კვლევას, რათა განვსაზღვროთ რა ტიპის ბიომრავალფეროვნება გვაქვს მოცემულ არეალში. კვლევის ფარგლებში ჩვენ ვსწავლობთ   წყლის ბიომრავალფეროვნების სახეობეს, ძუძუმწოვრებს,  ფრინველებს, რეპტილიებსა და ამფიბიებს,   ასევე, ვიკვლევთ  ფლორას, სოკოებს და ვახდენთ ტყის საფარის შესწავლას.  პროექტის არეალში უკვე განვათავსეთ ფოტო ხაფანგები, გვინდა დავაფიქსიროთ შესაბამისი მონაცემები. როგორც ხედავთ, ბახვი 1 ჰესის პროექტისთვის ვახორციელებთ ფართომასშტაბიან კვლევას, რომელიც მოიცავს მცენარეულ საფარსაც, ამისთვის კი ხდება საპროექტო ტერიტორიის სრული მოცვა.

 

კითხვა: _რა მეთოდოლოგიას იყენებთ კვლევისას?

ნ.ფოლკსი: _მეთოდოლოგია, რასაც ჩვენ ვიყენებთ, ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და აღიარებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ.  კვლევის პროცესში ხდება ჩვენს მიერ მოკვლეული ადგილების მარკირება და მონაცემების შეგროვება სეზონურობის გათვალისწინებით. საბაზისო მონაცემები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ეს მონაცემები გვაწვდის ყველაზე ფასეულ ცნობებს გარემოზე  ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებისას. კრიტიკული ჰაბიტატის შესწავლის დროსაც  ვიყენებთ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის მიერ შემუშავებულ გზამკვლევს.  ეს ორი კვლევა ერთობლიობაში,  გვაძლევს საშუალებას, მოვამზადოთ გარემოზე  ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროექტის განმახორციელებელთან, ვფლობთ ინფორმაციას, როგორ არის დაგეგმილი პროექტი, სად რა მოქმედებები უნდა განხორციელდეს და სად  არის სამუშაოების ძირითადი ადგილები. ასეთი ტიპის შესწავლით, სურათს მთლიანობაში ვხედავთ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც რეალისტური და ინფორმაციული გამოდის. ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიზანია დავინახოთ რა ხარისხის ზემოქმედება მოხდება გარემოზე. კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, რაც გულისხმობს გარკვეულ იერარქიას, დაწყებული ზემოქმედების თავიდან აცილებით, შემდეგ მისი შემცირებით და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით. ამ იერარქიის დაცვის მიზანი ერთია: ეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით მივაღწით საუკეთესო შედეგს გარემოს დაცვის მენეჯმენტის კუთხით.

მსგავსი სტატიები

  • 65
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 53
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 53
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 53
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 52
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…