წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პარაკლისი აღავლინა.

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ცერემონიალს ესწრებობდნენ  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილების სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში მონაწილეობას იღებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

  • * * *
  • 1605წლის 12 მარტს, ქალაქ ძეგამში კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა. ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა 1605 წლის 22 ოქტომბრის კახთა ანტიირანულ გამოსვლას, რამაც შეიწირა ახლად გამეფებული კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კი შირაზს გაგზავნეს.
  • თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფლის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი). ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.
  • რამდენადაც ირანის მბრძანებელმა შაჰ-აბასმა, აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი ვერ გადაწყვიტა (იგულისხმება ქვეყნის სრული გამაჰმადიანება და დამორჩილება) 1613წელს ძლიერი ლაშქრით მოადგა აღმოსავლეთ საქართველოს საზღვარს. ქეთევან დედოფალი რომელიც თავის ახალგაზრდა ვაჟთან მეფე თეიუმრაზ ერთად ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას, საზღვარზე შეხვდა შაჰ-აბასს და სცადა მისი გადარწმუნება, რომ მის ლაშქარს ქვეყანა არ აეოხრებინა. შაჰმა თავიდან თავის ნამდვილ განზრახვაზე უარი განაცხადა, ცოტას წავინადირებ და უკან დავბრუნდებიო. როდესაც ქეთევანი უკან ბრუნდებოდა, მას დაეწია შაჰის ლაშქარი და დაატყვევა. ამის შემდეგ შაჰ-აბასის ჯარი შემოიჭრა აღმოსავლეთ საქართველოში რასაც შედეგად მოჰყვა თეიმურაზ მეფის გადასვლა იმერეთში, შაჰის ლაშქარმა ქვეყანა ააოხრა და ტყვედ წაიყვანა 60 000-მდე ქართველი ირანში. აღმოსავლეთ საქართველოში მან თავისი გამგებელი დანიშნა. ამის შემდეგ ქეთევან დედოფალი იმყოფებოდა ირანის ორ სხვადასხვა ქალაქში, ჯერ განჯაში და მერე აშრაფში, ხოლო 1620 წლიდან გადააგზავნეს შირაზში თავის 40 თანმხლებ პირთან ერთად, რომელსაც მართავდა გამაჰმადიანებული ქართველი იმამყული-ხან უნდილაძე. შირაზში ყოფნისას ქეთევან დედოფალმა კონტაქტი დაამყარა კათოლიკე მისიონერებთან. ქართველი კათოლიკე მღვდლის მიხეილ თამარაშვილის პირად არქივში დაცულია პორტუგალიელი მისიონერის, ავგუსტინელი ბერის პატრი ამბროზიოს რელაცია „ქართველი მეფის დედის, ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი სიკვდილი ირანის შაჰის ბრაძანებით“. პატრი ამბროზიოს თქმით ქეთევანი შირაზში ცხოვრობდა როგორც შინა პატიმრობაში მყოფი ტუსაღი, ხანდახან იმამყული-ხან უნდილაძეს თუ ესტუმრებოდა ხოლმე. იგივე პატრი ამბროზიო თავიდან იმედოვნებდა, რომ ქეთევანი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდოდა, მიუხედავად ძალზე დადებითი ურთიერთობისა ქართველ დედოფალსა და კათოლიკეებს შორის, პატრის ეს იმედი არ გამართლდა.
  • ურთიერთობის გამწვავებას ქეთევან დედოფალსა და შაჰ-აბასს შორის თავისი მიზეზები ჰქონდა. რამდენიმე ხნით ადრე შაჰ-აბასსმა შემოუთვალა იმამყულიხან უნდილაძეს, რომ ქეთევანი ან უნდა გამაჰმადიანებულიყო და გამხდარიყო მისი მეუღლე, რასაც შედეგად მოჰყვებოდა მისი უხვად დასაჩუქრება, ან არადა მას საშინელი სიკვდილი ელოდა. ამავე დროს გათვალისწინებული იყო, ქეთევანთან ერთად მძევლად მყოფი თეიმურაზის ორივე ვაჟის დასაჭურისება. ამის გამო იმამყული-ხანი 3 თვის მანძილზე ინახავდა შაჰის ბრძანებას და ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა ქეთევანი რომ დამორჩილებოდა შაჰის ბრძანებას და ამ გზით თავი გადაერჩინა. მეფე თეიმურაზის მიერ აღწერილ პოემაში ქეთევანის წამებაზე, სეფიანთა ეს ქართველი მოხელე ორ ცეცხლს შუა არის ჩავარდნილი. მის ამ თხოვნაზე ქეთევანს შემდეგი სიტყვებით უპასუხია: „ფრიად მადრიელ ვარ და მაქებელ კაცობრიობითსა ლმობასა მაგას შენსა, ზედა გულმტკივნეულებასა ჩემთვის, მაგრამ შეუძლებელ არს ჩემ მიერ უარის ყოფა ქრისტე მეუფისა ჩემისა“.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 73
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 68
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 57
    საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებსსსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს _ ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის…
  • 56
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…