ქ. ოზურგეთში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, დღეს, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

მათი განცხადებით, ,,ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს და ამისი დამადასტურებელი აუდიო- ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს. მათი თქმით, ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ აძლევს თანხას შტაბის წევრი გელა ჭანუყვაძე პირს, რომელიც როგორც ირკვევა კოორდინატორია.

_ ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მოსყიდვითაა დაკავებული. გარდა ფულის გადაცემის კადრებისა, ასევე გავრცელდა საუბრის ჩანაწერი, სადაც ქალბატონი, რომელმაც თანხა აიღო, ადასტურებს რომ ეს ფული არა წყლის ან ხელფასისთვის იყო, რომელსაც  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ავრცელებდნენ, არამედ საარჩევნოდ, ხალხისთვის დასარიგებლად. წესით, პრიკურატურას თავადვე უნდა დაეწყო გამოძიება ამ დანაშაულზე, მაგრამ არ გააკეთეს. ამიტომაც მივმართავთ ჩვენ და მივითხოვთ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე“ _ განაცხადა  „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა  ლიდერმა დავით მჟავანაძემ.

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბში  აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. იქ ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში თანხის დარიგება, ასევე წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

გაერთიანებული ოპოზიცია კი შერჩევით სამართალზე საუბრობს და სამართალდამცავ ორგანოებს ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 51
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 50
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 47
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 39
    „ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა“    ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
  • 38
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…