დღეს პარტია „გახარია საქართველოსათვის“ოზურგეთის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

ოზურგეთოს მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ და დეპუტატობის კანდიდატმა პეტრე სალუქვაძემ ისაუბრეს პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ავთანდილ თალაკვაძისა და მისი ძმის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძის  მიერ დაბა ნასაკირალში პარტია „გახარია-საქართველოსათვის“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნონა ტუნაძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

_ ძმები თალაკვაძეებმა  ზეწოლა განახორციელეს ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ ნონა ტუნაძეზე, რომელმაც არჩევნებიდან მოხსნა თავისი კანდიდატურა. ასეთ ფაქტებს  ყურადღება უნდა მიაქციონ შესაბამისმა ორგანოებმა, რათა  არჩევნები ჩატარდეს სუფთა გარემოში და ზეწოლები და დაშინებები, რაც ჩვენ 2012 წელში უნდა დაგვემთავრებინა, უნდა დასრულდეს. _განაცხადა ცეცხლაძემ.

_ ჩვენ ნონა ტუნაძისგან მივიღეთ  თანხმობა, რომ იგი დაბა ნასაკირალში კენჭს იყრიდა მაჟორიტარად ჩვენი პარტიიდან. მან წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები და 24 აგვისტოსნ შეავსო შესაბამისი ფორმა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ნონა ტუნაძეზე მოხდა ზეწოლა, რაც ჩვენთვის მესამე პირის საშუალებით გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, ნონა ტუნაძის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა ვაჭრობის საგანი. ჩვენ  ნონა ტუნაძეს სხვა კანდიდატით ჩავანაცვლებთ, _თქვა პეტრე სალუქვაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას თუ კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა დაბა ნასაკირალში „ქართული ოცნებიდან,“ პეტრე სალუქვაძემ უპასუხა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ დაბა ნასაკირალში არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეები და გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე იმყოფებოდნენ.

გაზეთი „ალიონი“ სააღრიცხვო ბარათზე მითითებული ნომერზე დაუკავშირდა ნონა ტუნაძეს, თუმცა მას ნომერი დროებით ქსელიდან აქვს გათიშული.

ჩვენს ზარებს ჯერჯერობით არც „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ოფისის პრესსამსახურმა ნონო ლომჯარიამ უპასუხა. ამიტომ „ქართული ოცნების“ოფისის და გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის   კომენტარებსს მიღებისთანავე  შემოგთავაზებთ.

ნონა ტუნაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც მაჟორიტარი დაბა ნასაკირალში „ქართული ოცნებიდან“ იყრიდა კენჭს. იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ბესო ქათამაძესთან დამარცხდა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 45
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 33
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 30
    ირაკლი ღარიბაშვილი _ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
  • 30
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…