5 აგვისტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე  ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა ოზურგეთის ამჟამინდელმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

_განცხადება შევიტანეთ. ამჟამად ვიწყებთ მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას, რასაც საოლქო კომისიაში წარვადგენთ. საოლქოში ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ მოხდება მერობის კანდიდატის საზოგადოებისათვის  წარდგენა _გვითხრეს შარაშენიძის მხარდამჭერებმა.

კონსტანტინე შარაშენიძე 2017 წელს ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩევნებში მერის პოზიციაზე  დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. მან მეორე ტურში მცირე უპირატესობით დაამარცხა პლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 32
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…