დღეს, 2017 წლის მოწვევის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა.  სხდომაზე  სულ 3 საკითხი განიხილეს.პოზიციის თუ ოპოზიციის კრტიკის ობიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იყო.

პირველი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზების ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა.

მიწის 14 ნაკვეთი, ურეკში, ნატანებში, ლიხაურში, ლაითურში, ნაგომარსა და თხინვალში პრივატიზებული იქნება, ხოლო  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გრეიდერის, ექსკავატორის გაყიდვაზე საკრებულომ მერიას უარი უთხრა.

მერიის წარმომადგენლმა  განმარტება, რომ ეს ტექნიკა გაიცვითა, ბევრი საპოხ-საცხები მასალები და სხვა მარაგ-ნაწილები სჭირდება, ამიტომ სჯობს გაიყიდს და ახალი შევიძინონ,  არ მიიღეს.

_არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ამ ტექნიკის გაყიდვა. მერიამ ჯერ თანხების მობილიზება მოახდინოს და შემდეგ ვიფიქროთ ძველის გაყიდვასა და ახლის შეძენაზე _თქვეს საკრებულოს სხდომაზე.

_თუ არ გამოგვადგებოდა, რატომ შევიძინეთ, ახლა 145 ათას ლარად შეძენილ ტექნიკას 56 ათას ლარად ჰყიდით _თავისი პოზიცია დააფიქსირა ნაციონალების ადგილობრივმა ლიდერმა დავით მჟავანაძემ.

ლავრენტი ბიგვავა: _რატომ შევიძინეთ? სჭირდებოდა მუნიციპალიტეტს. საკითხის განხილვა გადავდოთ შემდეგისთვის, სანამ ახლით ჩანაცვლების საშუალება არ გაჩნდება.

_ბორბლებიან ექსკავატორს რატომ ჰყიდით. ახალს საპოხი მასალები და მარაგ-ნაწილები არ დასჭირდება? _კვლავ  დასვა კითხვა  დავით მჟავანაძემ.

როგორც განუმარტეს, ამ ეტაპზე არც ექსკავატორს გაყიდიან.

მეორე საკითხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულაციას ეხებოდა. სააგიტაციო მასალები წელსაც განთავსდება მგზავრთა მოსაცდელებზე, კედლებზე, მინი მოედნების ღობეებზე, გარე განათების ბოძებზე, მწვანე ნარგავებზე და ა.შ.

შემდეგ მუნიციპალიტეტის მერის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე იმსჯელეს.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ  აღნიშნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანინე შარაშენიძე  არ მივიდა სხდომაზე  და არც მუნიციპალიტეტის მერიის არცერთი სამსახურის უფროსი სხდომას არ დასწრებია და დეპუტატებს სთხოვა თავიანთი აზრი დაეფიქსირებიათ:

მარი ჩხიკვიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე: _საკრებულოს სხდომას მერი ან მისი წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა. ძალიან უპასუხისმგებლობაა. მან დიდი ხანია საარჩევნო კომპანია დაიწყო. პირადად წყვეტს სოციალური დახმარების საკითხებს. მერის სარეზერვო ფონიდან დახმარებას იღებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მისი მომხრეები არიან.

ლელა საჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურის, სოცალურ და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე: _ძალიან უყურადღებოდაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. რა მდგომარეობაშია არტემ ერქომაიშვილის სიმღერისა და გალობის მუზეუმი მაკვანეთში , ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი შემოქმედში; ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში,  დღემდე არაა საზოგადოების სამსახურში, რადგან მერიამ არ შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობა, არ მოაწყო საექსპოზიციო დარბაზი.

ხათუნა ცერცვაძე, დეპუტატი: _ძალიან მოხარული ვიყავით, როცა გომისმთის განვითარების გეგმაზე ვსაუბრობდით, შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული, გვქონდა მოლოდინი, რომ მაღალი დონის კურორტი იქნებოდა, მაგრამ შეჩერებულია ეს ყველაფერი…

გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: _სტრატეგიული იყო გომისმთის თემა, რომ შეჩერებულიყო უკანონო მშენებლობის  პროცესი, რამაც დაღუპა ეს კურორტი. დღეს დეტალური ანგარიში უნდა წარმოედგინა მერს. მუზეუმის რემონტზე სახელმწიფომ 1,8 მილიონი ლარი დახარჯა, უნდა მოწყობილიყო ექსპოზიცია; ცუდ მდგომარეობაშია  არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმი; მერაბ კოსტავას ქუჩაზე დანგრევის პირასაა 35 წლის წინ აგებული ბაღის შენობა და საბავშვო ბაღი კერძო შენობაშია განთავსებული. ჯერ-ჯერობით არ გამოინახა 400-500 ათასი ლარი, რომ ახალი ბაღი აგებულიყო. საერთოდ საბავშვო ბაღების სტანდარტი უნდა ავამაღლოთ;

გია ჩაგანავა: _ოზურგეთის მერიას 6 თვის ფინასური ანგარიში არ წარმოუდგენია. ამან შრომის ანაზღაურებაზე  ხელფასების გაცემაზე, შესაძლოა პრობლემები შექმნას;

დავით მჟავანაძე, დეპუტატი: _გომისმთის პრობლემა ადრე დაიწყო. მეც ვიყავი გომისმთის  დამცველი.  რამდენმა თქვენმა მეგობარმა და ახლობელმა წამოჭიმა იქ უსახური შენობა? ამაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს უნდა დაეკისროს. შარშან, გომისმთაზე ყოფნისას, მან გაუხსნა გზა უნებართვოდ აგებული სახლების გაფორმების თემას და გომისმთის სენი ბახმაროსაც გადაედო. დაიღუპა კურორტი ბახმარო და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ამ უკანონო მშენებლობის მწარმოებლები „ქათული ოცნების“აქტივისტები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.

გელა აროშიძე, საკრებულოს ფრქაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: _დათო, როცა ბრალდებს ამბობ, ერთი კონკრეტული ფაქტი ან  პიროვნება მაინც დაასახელე…

ბესო ქათამაძე, დეპუტატი: _თქვენ ოზურგეთის მერს უკრავდით ტაშს და თვალებში უყურებდით. ახლა კი ლანძღავთ…

2017 წლის მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა დასრულდა. მუდმივმა ოპონენტებმა მარი ჩხიკვიშვილმა და დავით მჟავანაძემ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს…

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 72
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 71
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 67
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 66
     „გასწორხაზოვნება“ თუ ქვიშა-ხრეშის უპრობლემოდ მოპოვების ახალი გეგმა კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის  მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ.  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…