საქსტატის მონაცემებით, ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებზე მომსახურება გაძვირდა, _ამის შესახებ KNEWS. GE იუწყება.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის II კვარტლის ძირითადი შედეგების მიხედვით, საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.0% – ქვემო ქართლში, 16.0% – კახეთში, 14.0% – იმერეთში, 12.0% – შიდა ქართლში, 12.0% – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.0% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში 83.6 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, მათ შორის 33% მსხვილფეხა, ხოლო 67% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 678.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

ამავე პუბლიკაციით ირკვევა, რომ სასაკლაოების მომსახურება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაძვირდა. შესაბამისად ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასმა შეადგინა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 30.0 ლარი, ცხვრის ან თხის – 14.2 ლარი, ხოლო ღორის – 26.5 ლარი. მაშინ როდესაც პირველ კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 29.1 ლარი, ცხვრის ან თხის – 13.2 ლარი, ხოლო ღორის – 25.7 ლარი იყო.

სასაკლაოების მიერ 2021 წლის II კვარტლში 9 174.9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 32.7% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.4% – ფრინველის, 24.4% – ღორის, 1.3% – ცხვრისა და თხის ხორცზე მოდის, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

მომსახურება გაეწია 7.7 ათას პირს, საიდანაც 28.9% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 837 კაცი შეადგინა.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 46
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 34
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 30
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…