სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში წლეულს 31 000 ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს. სილაურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის გოჩა ჯანხოთელის თქმით, ეს სამუშაოები მალე დაიწყება და წლეულსვე დამთავრდება.

_„სოფელში მალე დაიწყება პრიორიტეტულად მიჩნეული გარე განათების მოწყობა. სოფლის ცენტრში უკვე დამონტაჟებულ 53 ელექტროსადენის ფარს, ამჯერად უბნებში დაემატება 17 ანალოგიური ფარი და 60-ვატიანი ე. წ. მზის პანელი, რომლის გარანტია ხუთ წელს შეადგენს. ერთი ასეთი პანელი სოფელში უკვე დგას და ხარისხიანადაც მუშაობს. მოხდება სოფლის შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია და აიგება ახალი, კეთილმოწყობილი მოსაცდელი. ამ სამუშაოებს სულ 27 ათასი ლარი მოხმარდება, დანარჩენი 4 ათასამდე ლარით, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, შეიძენენ დ-20-იანი დიამეტრის 3 კილომეტრი სიგრძის მილებს“, _ აღნიშნა ჯანხოთელმა.

მანვე გვითხრა, რომ სოფელს გარკვეული დახმარება გაუწია აქ მოქმედმა ქვა-ღორღის მომპოვებელმა კომპანიამ „ქიუ ემ სი“:
_„ამ კომპანიამ სოფლის მოსახლეობას გარკვეული ფინანსური დახმარება გაუწია საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისას, თანადაფინანსებით (17 ლარი ყოველ ათას მეტრზე) მონაწილეობა მიიღო საყანე ფართობების მოხვნაში. ამ გზით დამუშავდა 50 ჰექტარზე მეტი საყანე ფართობი. სოფელს შეუძინა 14 ცალი ეკლიანი მავთული ხსენებული ფართობების ღობეების შესაკეთებლად. გარდა ამისა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილი უზრუნველყო სამშენებლო ინერტული მასალით, სახლში მიტანით“, _ დასძინა ჩვენთან საუბარში სოფლის თავკაცმა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 47
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 35
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 32
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 31
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 30
    აჯობებს თუ არა ცხემლისხიდი შემოქმედს სოფლის ცენტრის კეთილმოწყობით  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის დიდ ინტერესს იწვევს სოფელ ცხემლისხიდში მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფლის  ცენტრში მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფიგმირთა მემორიალის, მის მოპირდაპირედ  კი სიცოცხლის სიმბოლოს, ჩვილბავშვიანი ქართველი ქალის მონუმენტის აგებას, ასევე მოსაცდელის მოწყობასა და სკვერის განაშენიანებას. მარმარილოს…