თემურ მარშანიშვილი

მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია, თორემ სხვა რაღა დარჩათ მისაცემი?!

„ღირსების მარშის“ მოწყობაში წინააღმდეგობის გაწევის, გეიაღლუმის ჩატარებაში გადაგვარებული ორგანიზატორებისთვის ხელშეშლის გამო, ევროპასთან და ამერიკასთან პირშერცხვენილმა, „მოძალადე“ საქართველომ, ოქტომბერში, თუ მანამდე პანდემიამ არ შთანთქა, დემოკრატობანას კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს, თანაც ისე, „ნაცები“ რომ ცნობენ (აბა, ეუთოსა და სხვა დამკვირვებელ ორგანიზაციებს გინდ უცნია, გინდ არა) და როგორმე დაამშვიდონ შეშფოთებული ოკეანის გაღმელი და გამოღმელი „დემოკრატიის მამები“, სწორედ „ნაცების“ ხელისუფლებაში მობრუნებისთვის რომ იხევიან შიგანზე.

ამბობენ ჟურნალისტს სქესი არ გააჩნია და პოლიტიკოსს სინდისიო. ჰოდა, გამოჩნდებიან ახლა, ამ ეტაპზე თვითმმართველობის დათრევის მსურველი ზოგი ახალბედა და ზოგიც ცხრა რაღაცაზე გადახტარი ეს უსინდისო, შუბლზე კამეჩის ტყავგადაკრული, ქვეყნის გადამხნავ-გადამხრავი ე. წ. „პოლიტიკოსები“, გულზე მჯიღის ცემით, ყალბი რიტორიკით დაყრიან საარჩევნო პროგრამებსა თუ კონცეფციებს, აიკლებენ ქვეყანას თავთავიანთი ტელევიზიებითა და მათი მოპიარე უსქესო ჟურნალისტებით.

„ნაცი“ ზოოპარკიდან ახალგამოსულ მელიას მიუსევს ბუდეში სიამით გატრუნულ „ქოცს“. „ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოსა, წალდულასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენც შეგჭამ და შენს შვილსაცაო“, მიძუძგურდება თავმოტვლეპილი და კუდმოგლეჯილი მელია. დაფრთხება კოჰაბიტაციით დედიმისის ნაჭამი, ამერიკისგან ყვითელბარათნაჩვენები „ქოცი“, „რაო, ბატონო მელაო? – გადმოსძახებს და რამდენიმე ბარტყსაც გადმოუგდებს. ბარტყები კი ბლომად ჰყავს მისიც და სხვისიც. ჩვენ რა, მელიაზე ნაკლები სტომაქი გვაქვსო? – გაწყრებიან სხვა ნადირნი, ისინიც დასცინცლავენ რამდენიმე ბარტყს მობუდარს. ეგ არის და ეგ და ასე იქნება სულ, სანამ უნიათო „ქოცს“ ბარტყები არ გამოელევა, ხოლო მადესტაბილიზებელ, ქრონიკულად მესაბოტაჟე „ნაცს“ ხელისუფლებაში ნებისმიერი ბინძური მეთოდით, თუნდაც რევოლუციით, დაბრუნების სურვილი არ გაუქრება.

ჰო, გენდერიც ხომ უნდა დავიცვათ. ისე როგორ წახდება ამ ბოლო დროს ნამეტნავად გააქტიურებული ქართველი ქალი, რამდენიმე საარჩევნო ურნაზე არ ახტეს თავისი ნატიფი, გრძელი კანჭებით, გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენო. შესაბამისი გენერალური რეპეტიციაც ხომ უკვე რეზონანსულად გაიარა საქართველოს პარლამენტში.

მოკლედ, ბოლო 30 წლის განმავლობაში , მას შემდეგ, რაც „დემოკრატიულები“ გავხდით, ეს პოლიტიკური ნადირები ერთმანეთს წყვეტენ და კარგებს „უხნავენ“ იმ ერთი ბუდისთვის, რომელიც სინამდვილეში კვერცხისმდებელ ფრინველებს ეკუთვნის. ვინ იცის, ამნაირ ნადირთა მოდგმას კიდევ რამდენი შემოდგომა დასჭირდება იმის მისახვედრად, რომ ძუძუმწოვრების ლაყე კვერცხებიდან წიწილები არ იჩეკება. რომც გამოიჩეკოს, ვის რა ჯანდაბად უნდა და რაში გამოადგება ასეთი წიწილები?!

ერთი ძველი ანეგდოტი მახსენდება: ესპანეთში ტიპი რესტორანში შედის და ამ ქვეყნის ეროვნულ კერძს მოითხოვს. ტაქტიანი ოფიციანტი ორ სოღო შემწვარ კვერცხს მოუტანს. მოეწონება ტიპს და მეორე დღესაც შეივლის ამ რესტორანში, ისევ იმ ეროვნული კერძის მისართმევად. ამჯერად გაცილებით პატარა ზომის ორ ცალ შემწვარ კვერცხს მიართმევენ, ფულს კი იმდენივეს გადაახდევინებენ. გაუკვირდება ტიპს, ეს როგორაო?! ასეა, ბატონო და რა ვქნათ, ამ ეროვნულ კერძს „კორიდა“ ჰქვია, კორიდაზე კი ხან ხარი კვდება და ხან კაციო, – დაამშვიდებს ოფიციანტი.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, ჭკუით იყავით, ბუნტის გარეშე, როგორმე მშვიდობიანად ჩაატარეთ ეს არაფრისმომცემი არჩევნები, თორემ „კორიდის“ დაგემოვნება არ აგცდებათ.

 

 

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    გაზეთი ,,ლანჩხუთი პლუსი“ ერთგულ მკითხველს დაემშვიდობა„ლანჩხუთი პლუსი“  ოთხმოცდაათიან  წლებში დაიბადა ლანჩხუთში და  თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვი­დ­ობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთ­ევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წე­რილი  სათაურით: „გამომშვიდ­ო­ბება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
  • 91
    „მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა და გუშინ პეტიციას  „თავისუფლება მიშას“  ხელი მოაწერა, ოდნავ მოგვიანებით კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე  შემდეგი ახსნა-განმარტება გააკეთა: „ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას,მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის…
  • 91
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 91
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 89
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…