ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის დიდ ინტერესს იწვევს სოფელ ცხემლისხიდში მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფლის  ცენტრში მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფიგმირთა მემორიალის, მის მოპირდაპირედ  კი სიცოცხლის სიმბოლოს, ჩვილბავშვიანი ქართველი ქალის მონუმენტის აგებას, ასევე მოსაცდელის მოწყობასა და სკვერის განაშენიანებას.

მარმარილოს მემორიალი უკვე თითქმის მზად არის, ხოლო სამმეტრიანი მონუმენტზე, როგორც სკვერის სხვა დეტალების სრულყოფაზე, მუშაობს აქაური მხატვარი თენგიზ ლომთათიძე.

„დიდი და სოფლისთვის აუცილებელი პროექტია, სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გამოყოფილი 50 ათასი ლარი სწორედ ამ პროექტის განხორციელებას ხმარდება.  სამამულო ომს მრავალი ცხემლისხიდელის სიცოცხლე შეეწირა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში კი აფხაზეთის მიწაზე გმირულად დაეცნენ ჩვენი სოფლის მკვიდრები აკაკი მიმინოშვილი და ზაზა ჯანხოთელი.

რასაც თენგიზ ლომთათიძე აკეთებს, იმას 100 ათასი ლარი არ ეყოფა, ფაქტობრივად ამ მონუმენტსა და სკვერის მთელ ატრიბუტიკას  ჩუქნის მშობლიურ სოფელს ეს კაცი.

ადმინისტრაციული შენობის ცენტრში უკვე მზადაა ვეტერანების სარეაბილიტაციო სატრენაჟორო და დაგეგმილია ამავე შენობაში  საკალათბურთო  დარბაზის კეთილმოწყობაც. ეზოში გაშენდა ძელქვის, მუხისა და ნეკერჩხლის ხეივანი, უფრო განაპირას, ღობესთან რომ ცაცხვია, გეცოდინებათ, ის თავის დროზე დიდმა გიორგი სალუქვაძემ დარგო.

შემოქმედის ცენტრთან მაქვს ჭიდილი, უნდა ვაჯობო ყველა ვარიანტში, პროექტი 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს  უნდა დამთავრდეს და სწორედ ეს  დღე უნდა იქცეს ჩვენი სოფლის დღესასწაულად“. _ გვითხრა ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შოთა მახარაძემ.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ლალი სიჭინავას თქმით, სოფლის მხარდამჭერი პროექტით როგორც შარშან, ისე წლეულს ცხემლისხიდელებმა პრიორიტეტი სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას მიანიჭეს:

„ცხემლისხიდელები დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთი სოფლის ვიზუალს.სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, როგორც შარშან, ისე წლეულს მათ პრიორიტეტი სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას მიანიჭეს. ნახეთ უკვე ალბათ, რაც კეთდება სოფლის ადმინისტრაციული შენობის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.ასეთი აქტივობები უხარიათ სოფლის ახალგაზრდებს.

მისასალმებელია, რომ კეთდება ცხემლისხიდი-უჩხუბი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ნატანებზე.მზად არის ვაკიჯვარი-ბაღდადი-ცხემლისხიდი-უჩხუბის სასმელი წყლის ქსელის პროექტი, მალე დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომლის დამთავრების შემდეგ მოხდება ამ ტერიტორიებზე გზის რეაბილიტაცია“.

ცხემლისხიდი მდინარეებით მდიდარი სოფელია, რომელთა მიმართ არასწორმა მიდგომამ, შესაძლებელია არა მხოლოდ ეს სოფელი დატბოროს, არამედ ქალაქ ოზურგეთსაც დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ მდინარეების კალაპოტის გაწმენდას.

როგორც შოთა მახარაძემ გვითხრა, ბოლომუნიციპალიტეტის მერიისტექნიკით, 600 მეტრ სიგრძეზე ახლახან გაიწმინდა მდინარე ნაბჟუარას კალაპოტი: „მუნიციპალიტეტის მერის ძალისხმევით, მუნიციპალიტეტის ტექნიკის გამოყენებით, 600 მეტრ სიგრძეზე გავწმინდეთ მდინარე ნაბჟუარას კალაპოტი. რაც შეეხება აქვე აგებულ გაბიონს, მისი  აუცილებლობაც მერმა ცნო მას შემდეგ, რაც განიხილეს კახაბერ გიორგაძის განცხადება და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. კახაბერის საცხოვრებელ სახლს ადიდებული მდინარე იმდენად მიუახლოვდა, რომ მოსალოდნელი იყო შიგ შეჭრილიყო.  მერის გადაწყვეტილებით შეძენილ იქნა შესაბამისი მავთულბადე, მერიის ტექნიკისა და  ადგილობრივი ცოცხალი ძალების გამოყენებით,150 მეტრ სიგძეზე ოპერატიულად  გაკეთდა წყალამრიდი გაბიონი.“

ბოლო მშენებარე ობიექტი, რაც გასულ პარასკევს ცხემლისხიდში ვნახეთ,ცხემლისხიდი-უჩხუბი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ხიდი იყო. მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 1,2 მილიონი ლარი გამოჰყო. სამშენებლო სამუშაოებს კი შპს „სახარია“ აწარმოებს.

„როგორც ხედავთ აქ ერთ დროს იყო ხიდი. ახალი ობიექტის სიგრძე 108 მეტრი იქნება, სიგანე – 6 მეტრი. რომ არა მუნიციპალიტეტის მერიისადა მერის მხარდაჭერა, ეს პროექტი ამ ეტაპზე არ განხორციელდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ხიდს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ზემოხსენებული სოფლებითვის. ხიდის მშენებლობის პარალელურად გაიწმინდება მდინარე ნატანების კალაპოტი და კეთილმოეწყობა გზა“, – დასძინა ჩვენთან საუბრისას შოთა მახარაძემ.

ცხემლისხიდში, რომ არ მოველოდით, იმდენი სიახლეა და ამ სოფლიდან უფრო სრულყოფილ რეპორტაჟებს მალე შემოგთავაზებთ.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 64
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 60
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 60
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 60
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 59
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…

არ გამოტოვოთ