5 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში,ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმში, კომპანია CCEH-ის ინიციატივით, ბახვი 1 ჰესის პროექტის გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო დაფუძნდა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში არიან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ნომინირებული 12 წევრი, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას.

გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია ბახვი 1 ჰესის პროექტისადმი საზოგადოებაში ნდობის განმტკიცება,

პროექტის განხილვაში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა, გზშ-ს ანგარიშზე მუშაობის გამჭვირვალე სამუშაო პრაქტიკის დამკვიდრება, გზშ-ს ანგარიშის განხილვაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, დაინტერესებულ მხარეთა   რეკომენდაციებისა და საქმიანი კრიტიკის მოსმენა და გათვალისწინება.

_„მცირე ტიპის ბახვი 1 ჰესის მიმართ ინტერესი დიდია. ჩოხატაურსა და ოზურგეთში არაერთი შეხვედრა გავმართეთ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან, პასუხი გავეცით უამრავ კითხვას და უნდა აღვნიშნოთ, რომ გავითვალისწინეთ არაერთი  ჯანსაღი რეკომენდაცია, რაც შეხვედრების რეჟიმში გაგვიზიარეს ადგილობრივი  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. მაგალითად, მსოფლიოში აღიარებულ  ავსტრიულ კომპანია AFRY-სთან თანამშრომლობით განხორციელდა პროექტის სქემისა და ადგილმდებარეობის შემდგომი გაუმჯობესება და სრულყოფა,  ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ კვლევებში კი ჩაერთო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SLR-ი და ევროპელი ექსპერტი, პიერ ბიდერმანი. სამუშაო რეჟიმი უაღრესად საინტერესოა. ჩვენ გამჭირვალედ ვმუშაობთ და გვაქვს ამბიცია, შევქმნათ პროექტი, რომელიც საამაყო იქნება არა მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის. ჩვენ გვსურს, შევქმნათ ერთობლივი, წარმატებული მაგალითი პროექტისა, რომლის სარგებელს დაინახავს ყოველი ჩართული მხარე. სწორედ ამ იდეას ემსახურება, მრჩეველთა საბჭოს შექმნაც.

ვფიქრობ, უაღრესად საინტერესო და ამავდროულად დატვირთული პერიოდი გველის წინ. მოდელი, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი, უნიკალურია და გვიხარია, რომ ჩვენი გუნდი არის ამ შეთავაზების ინიციატორი. წარმატებას ვუსურვებ მრჩეველთა საბჭოს და მის თითოეულ წევრს“ _ განაცხადა კომპანია CCEH-ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.

 

მრჩეველთა საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ ნუგზარ ასათიანი, ნინო ბერძენიშვილი და თამარ ონიანი; თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან ლელა მდინარაძე, დავით ჟღენტი, თეიმურაზ ჭანუყვაძე და მაია ჩავლეშვილი; ადგილობრივი მედიიდან საბჭოში იქნებიან ია მამალაძე და ვლადიმერ მენაბდე; ბიზნეს სექტორიდან კი გვიერთდება ქრისტინე გურიელიძე და დავით თენიეშვილი.

 

საბჭოს წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით არსებულ საკითხებს განიხილავენ, გაეცნობიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს  და იმსჯელებენ იმ მექანიზმებზე, რომელიც პროექტის წარმატების გარანტი გახდება. საბჭოს დაფუძნების ღონისძიებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბახვი 1 ჰესი, 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის მცირე ტიპის ჰესის პროექტია, რომელსაც მდ. ბახვისწყალზე კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი ავითარებს.

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 93
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 93
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 92
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 92
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…