დღეს პარტია „გახარია საქართველოსათვის“ოზურგეთის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

ოზურგეთოს მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ და დეპუტატობის კანდიდატმა პეტრე სალუქვაძემ ისაუბრეს პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ავთანდილ თალაკვაძისა და მისი ძმის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძის  მიერ დაბა ნასაკირალში პარტია „გახარია-საქართველოსათვის“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნონა ტუნაძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

_ ძმები თალაკვაძეებმა  ზეწოლა განახორციელეს ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ ნონა ტუნაძეზე, რომელმაც არჩევნებიდან მოხსნა თავისი კანდიდატურა. ასეთ ფაქტებს  ყურადღება უნდა მიაქციონ შესაბამისმა ორგანოებმა, რათა  არჩევნები ჩატარდეს სუფთა გარემოში და ზეწოლები და დაშინებები, რაც ჩვენ 2012 წელში უნდა დაგვემთავრებინა, უნდა დასრულდეს. _განაცხადა ცეცხლაძემ.

_ ჩვენ ნონა ტუნაძისგან მივიღეთ  თანხმობა, რომ იგი დაბა ნასაკირალში კენჭს იყრიდა მაჟორიტარად ჩვენი პარტიიდან. მან წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები და 24 აგვისტოსნ შეავსო შესაბამისი ფორმა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ნონა ტუნაძეზე მოხდა ზეწოლა, რაც ჩვენთვის მესამე პირის საშუალებით გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, ნონა ტუნაძის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა ვაჭრობის საგანი. ჩვენ  ნონა ტუნაძეს სხვა კანდიდატით ჩავანაცვლებთ, _თქვა პეტრე სალუქვაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას თუ კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა დაბა ნასაკირალში „ქართული ოცნებიდან,“ პეტრე სალუქვაძემ უპასუხა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ დაბა ნასაკირალში არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეები და გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე იმყოფებოდნენ.

გაზეთი „ალიონი“ სააღრიცხვო ბარათზე მითითებული ნომერზე დაუკავშირდა ნონა ტუნაძეს, თუმცა მას ნომერი დროებით ქსელიდან აქვს გათიშული.

ჩვენს ზარებს ჯერჯერობით არც „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ოფისის პრესსამსახურმა ნონო ლომჯარიამ უპასუხა. ამიტომ „ქართული ოცნების“ოფისის და გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის   კომენტარებსს მიღებისთანავე  შემოგთავაზებთ.

ნონა ტუნაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც მაჟორიტარი დაბა ნასაკირალში „ქართული ოცნებიდან“ იყრიდა კენჭს. იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ბესო ქათამაძესთან დამარცხდა.

მსგავსი სტატიები

  • 45
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 41
    რადამ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დადგენილება მიიღოუკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დადგენილება მიიღეს. ამის შესახებ pia.ge წერს. რადა საქართველოს, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მოუწოდებს, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ. შესაბამის დადგენილებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი მიმართავს ევროპარლამენტს,…
  • 39
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 37
    „ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“ - გიორგი ფხაკაძესაზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაინფიცირდება. გიორგი ფხაკაძემ მოსახლეობას, რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „არასასურველი სცენარით განვითარდა ყველაფერი. სამწუხაროდ, მორიგი ტალღა კოვიდაფეთქების დაიწყო. 2-3 კვირაში სამედიცინო დაწესებულებებზე იქნება ძალიან დიდი წნეხი. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა დაიწყება აგვისტოს დასაწყისში. აუცილებელია ბუსტერის გაკეთება.…
  • 35
    „დარწმუნებული იყავით, რომ კოვიდპასპორტები ამოქმედდება“ _ ამირან გამყრელიძევითარება საკმაოდ რთულია, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრება მოსალოდნელია. _„ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ჯერ არ გამოკვეთილა,…