5 აგვისტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე  ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა ოზურგეთის ამჟამინდელმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

_განცხადება შევიტანეთ. ამჟამად ვიწყებთ მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას, რასაც საოლქო კომისიაში წარვადგენთ. საოლქოში ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ მოხდება მერობის კანდიდატის საზოგადოებისათვის  წარდგენა _გვითხრეს შარაშენიძის მხარდამჭერებმა.

კონსტანტინე შარაშენიძე 2017 წელს ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩევნებში მერის პოზიციაზე  დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. მან მეორე ტურში მცირე უპირატესობით დაამარცხა პლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

მსგავსი სტატიები

  • 32
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 30
    პოლიციამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების…

არ გამოტოვოთ