2 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ამომრჩევლებმა უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და განსაზღვრონ მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

თქვენ ხართ ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები რომლებმაც მიიღეთ ეს გამოწვევა და პასუხიმგებლობით სავსე გადაწყვეტილება, ემსახუროთ ხალხს და იზრუნოთ მათი კეთილდღეობისთვის.

ამ უაღრესად მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესში ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვართ თქვენი ბუნებრივი მოკავშირეები და გამოვხატავთ მზაობას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ასევე არჩევნების შემდეგ ვითანამშრომლოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში უკეთესი, საცხოვრებელი და სტაბილური  სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შესაქმენლად.

ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები მასში მონაწილეებს არ ჰყოფს გამარჯვებულებად და დამარცხებულებად, არამედ განსაზღვრავს ადამიანების როლებს, როგორ და რა პოზიციაში ემსახურონ საკუთარ მოქალაქეებს. იმედი გვაქვს რომ ეს არჩევნები იქნება პროცესი სადაც გურულებს გვაქვს შესაძლებლობა ვაჩვენოთ ჩვენი პოლიტიკურ კლასი, რომელიც ჩვენი ისტორიაც და ამავდროულად მომავალიცაა.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თქვენი მოკავშირეები ჩვენი მოქალაქეების კეთილდღებისთვის ზრუნვის საქმეში, მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ, რომ:

  • ჩვენი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრის, ქალაქ ოზურგეთისთვის და შემდეგ მთელი მუნიციპალიტეტისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განვითარების გენერალური გეგმის არსებობა. ეს გეგმა სჭირდება არა მხოლოდ ქალაქს და მუნიციპალიტეტს, არამედ პოლიტიკოსებსაც, რომ განვითარება იყოს ფართომასშტაბიანი და მონაწილოებითი პოლიტიკური პროცესის შედეგი.
  • ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მოწესრიგებულ, მათ საჭიროებებზე და საცხოვრებელ პირობებთან მორგებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს, როგორც ქალაქში ასევე სოფლად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ საკითხებს სათანადო ყურადღებას დაუთმობთ, როგორც წინასაარჩევნო პროგრამების შემუშავების დროს ასევე შემდეგ მთელი თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში.

 

პატივისცემით,

გურიის სამოქალაქო ცენტრი

ქალები რეგიონის განვითარებისთვის

ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

განათლებისა და თანასწოროების ცენტრი

გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია – ეკო

ენიქსი 2009

მშობელთა კავშირი – ჩვენი შვილები

მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი

დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

 

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 85
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    “მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”გუშინ,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგინა   გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგენა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა…
  • 76
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 76
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 74
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…

არ გამოტოვოთ