გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი ზ. ვ. დააკავეს.

ასევე სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

მსგავსი სტატიები

  • 43
    ილია ლეჟავას დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ყოფილი უფროსის ილია ლეჟავას დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს. „სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ.…
  • 37
    ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ მერიაში ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის  წარმომადგენელი სოფელ მერიაში, გრიგოლ კოსტავა, ქრთამის აღებია ფაქტზე დააკავეს. გრიგოლ კოსტავამ  მოქალაქეს ყალბი საბუთის სანაცვლოდ ხუთასი ლარი გამოართვა. გამოძიებით დადგენილია, რომ  10 კუბური მეტრი სამერქნე მასალის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, გ. კ-მ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, დანაშაული…
  • 35
    ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდაეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონული ოფისი დაახლოებით 240-მდე სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ადგილობრივებს საშუალება აქვთ, სააგენტოს სერვისებით განახლებულ სივრცეში ისარგებლონ. რეაბილიტირებული შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. ირაკლი მუკნიაშვილმა გურიის სატყეო სამსახურის ექვს თანამშრომელს, უფლებამოსილების კეთილსინდისიერად…

არ გამოტოვოთ