_ამბობენ, რომ „დრო მკურნალია, რომელიც დღეების, თვეებისა და წლების გასვლით ყოფას გვიმსუბუქებს..“ მაგრამ სულ უფრო და უფრო მძიმეა უშენობა, მონატრების შეგრძნებაც იზრდება და ყველგან, ყოველთვის თან დაატარებ…

ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ და უბედურებაც, ჩემი მაცოცხლებელიც და მკვლელიც, ფრენაც მასწავლე და მიწაზე უმოწყალოდ დანერცხებაც, სიცოცხლე შემაყვარე და შემაძულე კიდეც….

2004-ში წახვედი და მას შემდეგ, ისევ 32 წლის ხარ.. მას შემდეგ სულ შიშით ვცხოვრობ და ველოდები 16 აგვისტოს დადგომისას, მაგრამ ვერაფერს ვცვლი… ისევ წახვალ ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტის ზონაში – ქართული სოფლების დასაცავად და 16 აგვისტოს ისევ ვეღარ დაბრუნდები, რადგან სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარები და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლებს დაღუპვისგან იხსნი…

გაუსაძლისმა მონატრებამ ბევრჯერ ამატირა…. ისევ შენთანაა და სულ შენთან დარჩება ჩემი გული… ახლა ვიცი, რას უნდა გავუფრთხილდე ყველაზე მეტად, რა არის ცხოვრების აზრი…. ვიცი რა ფერია სიყვარული და ბედნიერება…. ვიცი, რად ღირს შენთან გატარებული ყოველი წამი და რა მტანჯველია უშენობა…

ახლა კი რა შემიძლია?! ახლა შემიძლია გითხრა, რომ შენ ხარ საუკეთესო მოგონება და გრძნობა ჩემს ცხოვრებაში! ძალიან მიჭირს უშენობა, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩვენს გვერდით ხარ! სიცოცხლის ძალას მაძლევს და მაძლიერებს ჩვენი ერთადერთი შვილი, რომლის განათლებულ, შენსავით მაღალი მორალური თვისებების მქონე საამაყო პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად ძალისხმევას არ დავიშურებ!

მხოლოდ ერთის მჯერა… მჯერა, რომ ჩვენი ხმა, ჩვენი სითბო და სიყვარული აღწევს შენს გულამდე და თითოეული აქ ნათქვამი სიტყვა მანდ გინათებს გზას, სადაც ხარ... _წერს საქართველოს ეროვნუკი გმირის ზაზა დამენიას მეუღლე ხათუნა ხუხუნაიშვილი ფეისბუქგვერდზე.

 

მსგავსი სტატიები

  • 97
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 94
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 94
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 94
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 94
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…