სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა

 

წუხელ, დაახლოებთ 01 საათსა და 30 წუთზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის ადმინისტრაციული შენობაში ხანძარი გაჩნდა და  დაიწვა. შენობაში იყო განთავსებული საბავშვო, ბაღი, საექიმო უბანი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობა. შენობის უმეტესი ნაწილი გარემონტებული იყო.

ხანძრის გაჩენის მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ხანძარი მოსახლეობამ გვიან შეამაჩნია, სახანძრო ბრიგადები ამის შემდეგ იქნა მობილიზებული. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე მუშაობდნენ ოზურგეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის და ბათუმის სახანძრო ბრიგადები. თვითმხილველთა თქმით, შენობა 3 საათის განმავლობაში იწვოდა.

ერთ-ერთი ტელევიზიის ინფორმაციით   სახანძრო ბრიგადებს წყალი არ ჰქონდა და სამუშაოების დაწყება გვიან მოახერხეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ნაგომარში მიხეილ ცქიტიშვილი ამას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ხანძარი გვიან იქნა შემჩნეული.

მომხდარზე აღძრულია საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნიშნავს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.

ოზურგეთის ბაღების გაერთიანების უფროსის მაკა ჭყონიას თქმით, ისინი საბავშვო ბაღს დროებით სხვა შენობაში განათავსებენ.

 

გიორგი გახარიამ ოზურგეთში პარტიული ორგანიზაცია დააფუძნა

ავტორი მარი კოძოევი

ყოფილმა პრემიერმა და პარტია,,საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ოზურგეთში, პარტიული ორგანიზაცია დააფუძნა და როგორც თავად თქვა წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყო. გახარიამ მერობის კანდიდატიც წარადგინა. ,,კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის განსახიერება” ასე წარადგინა მან გია ცეცხლაძე. ,,როგორც კი ოზურგეთში ღირსეული კანდიდატი წარვადგინეთ დაიწყო ღირსეული კანდიდატების ცვენა, მაგრამ ღირსეულთა შორის ღირსეული გიაა“_ თქვა ყოფილმა პრემიერმა.

 

გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად წარმატებაში და გამარჯვებაში. ჩვენი, ყველას მიზანი გახლავთ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ თუ 30 წლის შემდეგ ერთი და იგივე წრეზე სიარული არ გავარღვიეთ და არ შევქმენით ძლიერი სახელმწიფო , წინ ვერ წავალთ. რა არის ჩვენთვის ძლიერი სახელმწიფო? ძლიერი სახელმწიფო არის ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი პოლიცია, მასწავლებელი, ექიმი, საჯარო მოხელე. მოვიდა დრო სახელმწიფოს ემსახურებოდნენ ღირსეული, კეთილსინდისიერი პროფესიონალები. ვერაფერს ვერ მივაღწევთ თუ პროფესიონალი არ იქნება კეთილსინდისიერი და მარტო კეთილსინდისიერებაც ბევრს ვერაფერს მოგვცემს თუ პროფესიონალიზმი არ არის. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ. ჩვენ ვართ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის ბრძოლისთვის და შრომისთვის მზად. შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს რომ მუნიციპალური არჩევნები მეორე ხარისხოვანია, ეს ასე არ არის. ამ ქვეყნის მშენებლობა და სიძლიერე რეგიონებიდან უნდა დაიწყოს. განსაკუთრებით პზურგეთიდან, მხარიდან რომელმაც ქვეყანას უდიდესი სახელმწიფო მოღვაწეები შესძინა. ამ ქალაქს, ამ მუნიციპალიტეტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის. ეს არ იქნება ოფისი. ეს იქნება სახლი თითოეული ოზურგეთელისთვის, რომელსაც ყოველთვის შეეძლება მოიტანოს თავისი იდეა, პრობლემა. დარწმუნებული ვარ, იცოდეთ რომ ამას ყოველთვის ექნება ღირსეული გამოხმაურება.

 

თითოეული ადამიანი, რომელიც აქ იქნება ჩვენი სახე, უნდა ავარჩიოთ თქვენთან ერთად, ისევ იგივე კრიტერიუმების შესაბამისად _ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ რომ სხვანაირად ვერ ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს. ჯობია კეთილსინდისიერი პროფესიონალი იყოს საყრდენი ძალა ვიდრე არჩევანი შევაჩეროთ ახლობელზე, ნეთესავზე, მეზობელზე. ამას უნდა გადავეჩვიოთ. ამასთან უნდა გვესმოდეს რომ თუ პოლიტიკური ველი ახალგაზრდებისთბის არ გავხსენით კიდევ 20 წელი ვუყურებთ ერთი და იგივე სახეებს. რომლებსაც ვუყურებდით 30 წელი და უკვე მობეზრდა ყველას. ამ სახეების უმეტესობამ ვერაფერი შესძინა ქვეყანას. ამიტომ ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ახალგაზრდები. რა თქმა უნდა მარტო ახალგაზრდები ვერაფერს გაალეთებენ, ერთი ძლიერი, გამოცდილი ხანდაზმული 3-4 ახალგაზრდა.

გახარიას თქმით,, ლეგიტიმურად” ეკითხებიან ,,შენ იქ არ იყავიო?” ,,მე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მეშინია. რა თქმა უნდა იქ ვიყავი, იქიდან მოვდივარ და დღეს ოცნებაში ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია. არ ვიკადრებთ ჩვენი წარსული ვლანძღოთ და ვიჭორავოთ. იქ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა მაგრამ ბევრი შეცდომაც იყო, რომელზეც ვიღებ პასუხისმგებლობას. სწორედ ეს პასუხისმგებლობაა რატომაც დღეს აქ ვდგავარ. ამ შეცდომების გამოსწორებაა ჩვენი მთავარი მიზანი”_  განაცხადა ყოფილმა პრემოერმა.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 88
    გიორგი გახარიამ ოზურგეთში პარტიული ორგანიზაცია დააფუძნაავტორი მარი კოძოევი ყოფილმა პრემიერმა და პარტია,,საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ოზურგეთში, პარტიული ორგანიზაცია დააფუძნა და როგორც თავად თქვა წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყო. გახარიამ მერობის კანდიდატიც წარადგინა. ,,კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის განსახიერება" ასე წარადგინა მან გია ცეცხლაძე. ,,როგორც კი ოზურგეთში ღირსეული კანდიდატი წარვადგინეთ დაიწყო ღირსეული კანდიდატების ცვენა, მაგრამ ღირსეულთა შორის ღირსეული გიაა“_ თქვა…
  • 77
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 77
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 75
    კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ძმები თალაკვაძეები თბილისიდან არიან გამოგდებული_„ძმებმა თალაკვაძეებმა, თავიანთი მიზნის მისაღწევად, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი, რასაც ადამიანები არ კადრულობენ. ეს ხალხი გამოაშკარავდა ოზურგეთში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ, ისინი არიან გამოგდებული თბილისიდან, მათი არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი არავის სჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“. _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 25 ოქტომბერს თავის ოფისში გამართულ…
  • 72
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…