„2014 წლის 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის, ვაჟა ფშაველას და ქაქუცა ჩოლაყაშვილის დაბადების დღეს შევუდექი ტვირთს, რომლითაც ხალხის მიერ არჩეული პირველი პირის მოვალეობაა დამძიმებული. მეორე ვადით მერად არჩევის შემდეგ, განვაცხადე, რომ მესამედ ამ თანამდებობაზე კენჭს აღარ ვიყრიდი. რა შევძელი, რა გამომივიდა ამას მომავალი განსჯის. ერთი კია, ჩვენ ჩოხატაური შევცვალეთ უკეთესობისკენ.
დიდი მადლობა ,,ქართულ ოცნებას,“ ჩოხატაურის მსახურების შანსის მოცემისთვის.
დიდი მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს ერთად შრომისთვის.
განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ჩოხატაურელს მხარდაჭერისთვის. თქვენ მაძლევდით ძალას მაშინ, როცა საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ მაკრიტიკებდნენ. მინდა იცოდეთ, რომ ირაკლი კუჭავა, სიცოცხლის ბოლომდე მადლიერია თქვენი და რჩება თქვენს სამსახურში….
მადლობა ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრს საქართველოში თუ შვედეთში, რომ ესმოდათ ჩემი და ხელს მიწყობდნენ.
დღეს ახალი გამოწვევების დროა, ამიტომაც წარმოადგინა ,,ქართულმა ოცნებამ,, ახალი და ახალგაზრდა კანდიდატი, იმ ოჯახის წარმომადგენელი, ათწლეულების განმავლობაში ჩოხატაურს რომ ეიმედება. წარმატებები და იღბალი მინდა ვუსურვო დათოს ამ რთულ გზაზე. სიმბოლურია, რომ 2 ოქტომბერს მისი დაბადების დღეა. მინდა რომ ეს იყოს ახალი და ჩემზე უკეთესი მუნიციპალიტეტის მერის დაბადების დღეც…“ _წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ფეისბუქგვერდზე.
მსგავსი სტატიები
- 50
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 46
ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
- 45
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 43
_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
- 39
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…