დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დასაშვებია, რომ კორონავირუსის მე-5 და შემდგომ მე-6 ტალღაც იყოს, რადგან ეს რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანა შედარებით იოლად გადაიტანს ვირუსის მე-5 ტალღას, თუ კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნება.

გამყრელიძე ამბობს, რომ ამისთვის მთავარია იმუნიზაციის პროცესი აქტიურად წარიმართოს და ასევე, გაიზარდოს პირბადის ტარების მაჩვენებელი.

_„დასაშვებია, რომ იყოს მე-5 და შემდგომ მე-6 ტალღებიც. მოგეხსენებათ, რომ ვირუსულ ინფექციებს ციკლური მიმდინარეობა აქვს და ეს სავსებით დასაშვებია, მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში რესპირაციული ვირუსების სეზონი იწყება, როდესაც აქტივირდება სხვადასხვა რესპირაციული ვირუსი.

თვითონ კორონავირუსიც რესპირაციული ვირუსია. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ქუჩაში როცა ვართ, მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ გავიკეთოთ პირბადე. ეს არის ყველაზე დიდი დამცველი საშუალება. პირბადის ტარების მაჩვენებელი ავიყვანოთ როგორმე 95%-მდე.

თუ ყველა ჩვენგანი ატარებს პირბადეს და 95%-ზე ავა, ჩვენ დეკემბრისთვის დავზოგავთ 200- 250 ადამიანის სიცოცხლეს. წარმოიდგინეთ როგორი ციფრია. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე.

ამიტომ მე-5 ტალღისთვის ქვეყანაში შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი. ამისთვის მთავარია 2 რამე – იყოს კუმულაციური იმუნიტეტი და ვატაროთ პირბადე“, _აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის: გუშინ „KOVID 19“1120 საქართველოში 1120 კაცს დაუდგინდა. გარდაიცვალა 61 ადამიანი.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 62
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 60
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 54
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 51
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 48
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…