კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH)პორტფელი ოპერირებად („ბახვი 3 ჰესი“ და „ლახამი ჰესი“), მშენებლობის ეტაპზე („ახალქალაქი ჰესი“) და შესწავლის სტადიაში („ბახვი 1 ჰესი“) არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს მოიცავს.
„ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები 2021 წლის 8-9 სექტემბერს, ახალქალაქს სტუმრობდნენ.ვიზიტის დროს,მრჩეველთა საბჭოს წევრები, სხდომის ფარგლებში, რომელიც ახალციხეში გაიმართა, „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია „ბახვი 1 ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შესწავლის ანგარიშის მომზადების პროცესზე, მიმდინარე კლევებსა და სოციალურ აქტივობებზე. მეორე დღეს კი, ახალქალაქი ჰესის სამშენებლო პროცესი მოინახულეს.
„ახალალაქი ჰესი“ მცირე, მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, კორხისწყალზე არის დაგეგმილი. პროექტი შედგება ორი სათავე ნაგებობისგან, თითოეულისათვის გათვალისწინებული თევზსავალითა და თევზამრიდით,ორიმიწისქვეშამილსადენისგან, ორი ჰესის შენობისგან, საერთო ქვესადგურისა და გადამცემი ხაზისგან. პროექტის დადგმული სიმძლავრე არის 9.1 მეგავატი და მისი წლიური გენერაცია შეადგენს 45 გიგავატსაათს. ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურს გააჩნია გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მართვისგეგმა, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განვითარება სგარემოს დაცვისა დასოციალური საკითხების მართვის სტანდარტების შესაბამისად. ადგილობრივ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სოფლების მოსახლეობასთან თანამშრომლობით, შემუშავდა სოციალური პროექტების ნუსხა, რომელიც განხორციელდა 3 მიმდებარე სოფელში.
„ბახვი 1 ჰესის“ საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო მოედანი და ერთ-ერთი სოციალური პროექტი, ორჯის წყლის სატუმბი სადგური, რომლის აღდგენის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას აქვს საშუალება 600 – 700 ჰექტარი სავარგულები მორწყას.
„ახალქალაქი ჰესი“, რომლის ინვესტორია კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH), მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგს და რა პრინციპებით ახდენს კომპანია CCEH პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებას.
გთხოვთ, იხილოთ ახალაქალქის ვიზიტის ამსახველი ვიდეო მასალა და მრჩეველთა საბჭოს წევრების შეფასებები ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეო ფაილში.

მსგავსი სტატიები
- 82
2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
- 80
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 74
2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
- 72
2022 წლის 5 აგვისტოს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი, გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს კომპანიის მიერ მართული პროექტების განვითარების ფაზები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა იმსჯელეს და განიხილეს ახალი გამოწვევები და პროექტით დაინტერესებული მხარეებისთვის აქტუალური საკითხები.…
- 72
2022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და…