ოზურგეთის სახელმწიფო თეატრმა გუშინა გოჩა კაპანაძის სპექტაკლის `„გურიის უკანასკნელი დედოფალი“, რომელიც სოფიო წულუკიძე-გურიელს ეძღვნება, დახურული ჩვენება გაიმართა. პანდემიის გამო სპექტაკლს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. დოკუმენტური დრამის ავტორი თამარ პაპავაა. გამოყენებულია ქველი ჩხატარაიშვილის ნაშრომი „გურიის სამთავროს“ შესახებ.

სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორია, მუსიკალური გამფორმებელი სახელმწიფო, კ. მარჯანიშვილის და ს. ახმეტელის პრემიის ლაურეატი გოჩა კაპანაძე.

როლებს ასრულებენ:

დედოფალი სოფიო _თამარ მდინარაძე;

მღვდელი _ზაზა ჯინჭარაძე;

როდამი _ბელა კიკვაძე;

თავადი ვახტანგი, კულიაპკა _ირაკლი ვადაჭკორია;

ბებუთოვი _გიორგი დოლიაძე;

მაჭუტაძე _ლევან საღინაძე;

ხოშრევანი _შორენა გვეტაძე;

თავადი დადიანი _დავით კვერღელიძე;

ახმედ ბეგი _ვახტანგ ჩხარტიშვილი;

მამა _ზვიად ჯორბენაძე;

ოფიცერი I _ ნიკა ძნელაძე;

ოფიცერი II _ გიორგი ჩავლეშვილი;

აფაქი, ციცი _ციცი ბუცხრიკიძე,

ზეინაბი _მარიკა ასათიანი, თეა კეჭაყმაძე.

დიდი ხნის შემდეგ ეს არის  ჰეროიკული დადგმა ოზურგეთის თეატრის სინამდვილეში.

რეჟისორმა საუკეთესო მხატვრობით, გემოვნებით შერჩეული მუსიკის და განახლებული თეატრის ტექნიკური საშუალებების მაქსიმალური გამოყენებით წარსულის სამყაროში შეიყვანა მაყურებელი.

(ამ საინტერესო დადგმის შესახებ სტატიას შემოგთავაზეთ გაზეთ „ალიონის“ მომდევნო ნომერში)

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 46
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 37
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 36
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 35
    ოზურგეთის თეატრის განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები   დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ვასილ ჩიგოგიძემ  რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში…
  • 33
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…