დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო   „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ გაზეთ „ალიონის“ და „გურია ნიუსის“ ჟურნალისტები, მოხალისეები.

ვინაიდან  ბახმაროს შესასვლელში თოვლი იდო, აქცია უშუალოდ კურორტის ტერირორიაზე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ეწ. „ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორია, მშენებლობის ქუჩის გზისპირეთი და მოედნის ტერიტორია, დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობი.

როგორც კომპანია CCEH HYDRO VI-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიცა ჩოლოყაშვილმა გვითხრა, ამ აქციის მიზანი, ერთის მხრივ, ბახმაროს გარკვეული მონაკვეთების დასუფთავება, მეორეს მხრივ კი, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სწორი მართვა იყო.

გაზეთმა „ალიონთან“ ამ აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა კომპანია CCEH HYDRO VI-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით მიქელაძემ: _„ ჩვენი კომპანია, „ბახვი 1“ ჰესის მშენებელი კომპანია  CCEH HYDRO VI ზრუნავს გარემოზე, ადგილობრივ მოსახლეობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი გარემო იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ნარჩენებისგან თავისუფალი.სწორედ აქედან გამომდინარე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო   „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ორგანიზება გავუკეთეთ ამ აქციას. რაც მთავარია, მასში ჩართული იყო „ბახვი 1“ ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრები.

ამ აქციას 17 სექტემბერს _მსოფლიოს გლობალური დასუფთავების დღეს ვგეგმავდით, მაგრამ არახელსაყრელი ამინდების გამო იგი გადაიდო. მიხარია, რომ ეს აქცია განვახორციელეთ. აქციაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეები  გამოვედით და ერთიანი ძალისხმევით, წინაწარ შერჩეული ადგილები დავასუფთავეთ.

მართალია წუხელ მოსულმა თოვლმა მცირედით შეცვალა აქციის გამართვის გეგმა, მაგრამ რაც მთავარია, აქცია შედგა.იგი არ იქნება ერთჯერადი და კურორტის ტერიტორიაზე კვლავ გავმართავთ მსგავს აქციებს_განაცხადა მიქელაძემ.

ირაკლი მიქელაძე, CENN-IS  რეგიონული კოორდინატორი: _ ჩვენმა ორგანიზაციამ, როგორც კი მიიღო შემოთავაზება ბახმაროს დასუფთავების აქციასთან დაკავშირებით, დიდი სიამოვნებით ჩევერთეთ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ორგანიზაცია გარემოსდაცვითია და  ახორციელებს აქციებს სწორედ ამ მიმართულებით, დასუფთავება იქნება ეს, დარგვა თუ გამწვანება. ამ კუთხით სკოლებში ვატარებთ კამპანიებს ცნობიერების ამაღლების მიზნით.

აღნიშნულ აქციაში ჩართვა მნიშვნელოვანი იყო, მითუმეტეს ორგანიზაცია ნარჩენების მართვის კუთხით ახორციელებს პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის.  საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა რომ სეზონი მთავრდება, მოსახლეობა მაინც დაგვხვდა და ნახა ჩვენი საჩვენებელი დასუფთავების აქცია. რა თქმა უნდა პრობლემა არსებობს. პრობლემა ისევ ცნობიერების დაბალი დონეა, სახლების წინ ტერიტორია დასუფთავებულია, სახლების უკან ნარჩენების მთელი გროვაა. განსაკუთრებით ბევრია პლასტმასის ნაკეთობები,  რომელიც დიდი პრობლემაა და მდინარეებში ჩაყრილი პლასტმასი ისევ ხდება ჩვენს რეკრეაციულ ზოლში, ზღვაში. მე ვფიქრობ, გარდა დასუფთავების აქციისა, კარგი იქნება ბეჭდური მასალის გავრცელება მოსახლეობაში თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა კანონი მუშაობს, დასჯადია თუმცა ცნობიერების დონე თუ არ იქნება ამაღლებული. კანონით და ჯარიმებით შედეგს ვერ მივღწევთ.

დავით ვაშაყმაძე, ,,3D საამქროს“ თანადამფუძნებელი:­_ ჩვენი საქმიანობა კონკრეტულად შეეხება პლასტმასის გადამუშავებას და პროდუქტის შექმნას, რომელიც განკუთვნილი იქნება საზოგადოების სხვა და სხვა სეგმენტისთვის თავიანთი საჭიროებებიდნ გამომდინარე.როგორც სოციალური საწარმო, მივესალმებით დღევანდელ აქციას, ყოველთვის მხარს დავუჭერთ ასეთ წამოწყებებს და მივიღებთ მონაწილეობას. კარგია თუ დაინერგება მსგავსი პრაქტიკა და ეს საბოლოო ჯამში დაეტყობა გარემოს.და უფროს სუფთა გარემოში ამოვალთ და დავისვენებთ.

საბა სირაძე, ,,3D საამქრო“ თანადამფუძნებელი: _ნებისმიერი წამოწყება, მითუმეტეს გურიის მასშტაბით, რომელიც უკავშირდება ეკოლოგიას და ნარჩენების მართვის საკითხებს, იქნება ჩვენი ინტერესის სფეროში და მაქსიმალურად შევეცდებით არა მარტო ჩართულობას, არამედ ნებისმიერი რესურსით დახმარებას. დღესაც შესაბამისი დღე იყო, ორგანიზაცია რომელიც ეწევა აუცილებელ საქმიანობას, თავის წილ საქმიანობასთან ერთად ასრულებს თავის წილ პასუხისმგებლობას გარემოსთან მიმართებაში, რასაც მივესალმებით და შესაბამისად თანადგომა გამოვუცხადეთ.

შთაბეჭდილებას რაც შეეხება, გულსატკენია, რომ ადგილი, კურორტი, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ ადამიანების გაუფრთხილებლობით, ძალიან დაბალი თვითშეგნებით საკუთარი თავის და ბუნების წინაშე, ძალიან ზიანდება. არ შეიძლება ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, სახლების უკან, კუსტარული ნაგავსაყრელი იყოს მოწყობილი.

 

 

როგორც გაზეთ „ალიონისთვის“ გახდა ცნობილიკომპანია CCEH HYDRO VI-ის წარმომადგენლები ხვალ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მთისპირს ეწვევიან და საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს კომპიუტერულ ტექნიკას და ფართოეკრანიან ტელევიზორს გადასცემენ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    წარმატების გასაღები და გზა, გაღებულ კარს მიღმა არსებულიბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე,  განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი  გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…
  • 100
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 100
    კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ახალი თაობაკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…
  • 100
     გარდენიას ისტორიებიგურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
  • 100
    მორიგი პერფორმანსი ახალი ინტერპრეტაციითდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა.  _აჯობებს…