ძვირფასო დვაბზუელებო, ძვირფასო ბახველებო, ოზურგეთელებო,

ორ კვირაზე მეტი დაგვრჩა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებამდე. სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი მერობის კანდიდატის – ავთანდილ თალაკვაძის და ჩვენი გუნდის მიმართ. საზოგადოება სწორად აფასებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს და ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილ რეალობას, თავისი მოქმედი პირებით და ამიტომაც მომართულია ცვლილებებისთვის. ამის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი ისიც გახლავთ, რომ მოქმედი მერი და მასთან ანგარებით დაკავშირებული ადამიანები უკვე ძალიან ნერვიულობენ, მოუმატეს ჭორების გავრცელებას და წუწუნსაც. დვაბზუში ამომრჩევლების შეურაცხყოფა და მათზე ზეწოლაც დამაბრალეს, რაც აბსურდი და უსინდისო ტყუილია.

ამისთვის, კონსტანტინე შარაშენიძემ ჩვენს სოფელში მამუკა გოგუაძე გამოიყენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სამსახურიდან გაუშვა როგორც თავადვე ამბობდა, “წარუმატებელი მუშაობის გამო”, შემდეგ კი სოფლის გამგებლად დანიშნა შავი დღისთვის, რომელიც როგორც ჩანს ახლა დაუდგა. თავისი შვილის თანატოლს რომ „ძალადობაში და ზეწოლაში“ მადანაშაულებს და თან საკუთარ სოფელს, რომელზეც პასუხისმგებლობა აქვს ჩაბარებული _ ეუბნება არაფერი შემიძლია, ვერაფრით დაგეხმარებით, მარიკა როგორ შევაჩეროო _ ეს რამდენად ღირსეული საქციელია, თავად შეაფასეთ. ასე გამოიყურებიან წაგების წინ!

ოზურგეთს ნამდვილად სჭირდება ახალი და პროგრესული, განათლებული მერი, როგორიც ავთო თალაკვაძეა, რომელსაც აქვს პოლიტიკური გუნდის ძლიერი მხარდაჭერა და რომელიც დვაბზუში, ჩვენთან ერთად, ღირსეულ ადამიანს შეარჩევს წარმომადგენლად.

წარმატებები ჩვენს ოზურგეთს! _ წერს სოციალურ ქსელში ქართული ოცნებიდან ბახვი -დვაბზუს მაჟორიტარობის კანდიდატი მარიკა ჩხიკვიშვილი.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 92
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 89
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…
  • 88
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
  • 88
    აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი, დუმბაძისეულ თხრობასა და აქაურ სინამდვილეს შორისკორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…