კომპანია CCEH HYDROVI-ის ინიციატივით დაფუძნებული ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის  გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა სამცხე – ჯავახეთში, კერძოდ კი ახალქალაქში, 2021 წლის 8 – 9 სექტემბერს გაიმართა.

საბჭოს შეკრების და ახალქალაქში ვიზიტის მიზანი, როგორც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების ეტაპების გაცნობა, ასევე, კომპანია CCEH -ის პროტფელში არსებული, მშენებარე, მცირე, მოდინეაბაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურის, მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, კორხისწყალზე დაგეგმილი ახალქალაქი ჰესის დათვალიერება, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების  და სპეციფიკის გაცნობა იყო.

მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც კავკასიის განახლებადი ენერგიის (CCEH)ფონდის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ საბჭოს წევრებს გააცნო შეხვედრის მიზანი და ამოცანები, რის შემდეგაც, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ წარადგინა ინფორმაციაბახვი 1 ჰესის გზშ ანგარიშის მომზადების პროცესზე, მიმდინარე კვლევებსა და სოციალურ აქტივობებზე. ახალქალაქი ჰესის შესახებ პრეზენტაცია, კავკასიის განახლებადი ენერგიის (CCEH)ფონდის გარემოსდაცვითი დასოციალური  საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა გააკეთა.  შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ტერიტორია 9 სექტემბერს დაათვალიერეს, ასევე, მოინახულეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი სოციალური პროექტი, ორჯის წყლის სატუმბი, რომელიც ადგილობრივებთან კოორდინაციაში განხორციელდა.

_„ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის საინტერესო იყო ახალქალაქში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის დათვალიერება, გარემოს დაცვის კუთხით მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიღებადა იმ სოციალური პროექტის გაცნობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან პარტნიორობით. საბჭოს წევრებს გავაცანით მშენებლობის ადგილი, თუმცა, რასაკვირველია ვიდრე სამშენებლო მოედანზე შევიდოდნენ ყველას ჩაუტარდა  შრომის უსაფრთხოების ტრენინგი, ავუხსენით სამუშაოების მიმდინარეობა და ეტაპები, ასევე, დავათვალიერებინეთ ორჯის წყლის სატუმბი სადგური, რომელიც სოციალური სახის პროექტია ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ჩვენი დიდი სურვილი იყო,საბჭოს წევრებს საკუთარი თვალით ენახათ დანათლად წარმოედგინათ მუშაობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და შემარბილებელი ღონისძიებები, სამუშაოების წარმოების ხარისხი და კომპანიის მიდგომები“_ განაცხადა კომპანია CCEH HYDRO VI  – ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს კომპანია CCEH HYDRO VI-ის ინიციატივით დაფუძნდა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში არიან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ნომინირებული 12 წევრი, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას. საბჭოს წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით არსებულ საკითხებს განიხილავენ, გაეცნობიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს და იმსჯელებენ იმ მექანიზმებზე, რომელიც პროექტის წარმატების გარანტი გახდება.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 77
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა2022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და…
  • 74
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას ამერიკის ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი დაესწრო2022 წლის 5 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად  დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გურიის რეგიონს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში,ის „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართულებით შექმნილ მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრას დაესწრო.ამერიკის ელჩი გაეცნო მიმდინარე საკითხებს, მოისმინა პროექტის მენეჯმენტის და ასევე,…
  • 71
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის მრჩეველთა საბჭოს წევრები ლახამში  https://www.youtube.com/watch?v=m4H8J9anHHc   „ ბახვი 1 ჰესის“ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მესამე შეხვედრა სვანეთში, კერძოდ ლახამში გაიმართა. პირველ დღეს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მენეჯერებმა საბჭოს წევრებს გააცნეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევების პროგრესი. წარიმართა დეტალული კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშომლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს საბჭოს წერვების შეკითხვებს.…
  • 70
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 69
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…