_ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება – ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ეს ინფორმაციები არათუ გროვდება, არამედ სახელმწიფო უწყებები იყენებენ ადამიანების დევნისა თუ ზეწოლისთვის, _ ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ მასალებმა გაჟონა“.

ნინო ლომჯარიამ ასევე თქვა, რომ , მოსმენები არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ზოგადად, სახიფათო პრაქტიკაა და უნდა შეწყდეს.

_„ზოგადად, ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გვაქვს გასაჩივრებული მოსმენების დღევანდელი მექანიზმი იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი. არაერთი შემთხვევა ყოფილა, თუნდაც მედიის მიერ გავრცელებული ფაქტები, რაც შეეხება სკოლის პედაგოგების თუ დირექტორების პირად ცხოვრებაში ჩარევას.

თუნდაც ეს ფაქტი არაა ჯერ გადამოწმებული და დაზუსტებული, თუმცა ამ ფაქტების ერთობლიობა და ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი საქმეების შესწავლის შედეგად იღებს, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო პრაქტიკა და ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევა. ამაზე რეაგირებაა განსახორციელებელი. ასეთი პრაქტიკა უნდა შეწყდეს.

იგივე მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენც გვქონია საქმეები, როდესაც მოუმართავთ ჩვენთვის და დაგვიდგენია დარღვევა, როდესაც, სავარაუდოდ, ესა თუ პირი ან მათი ოჯახის წევრი იყო კონკრეტული ოპოზიციური პარტიის აქტივისტი ან მხარდამჭერი და ამის გამო არ დაუნიშნავთ ან გაუთავისუფლებიათ თანამდებობიდან. ამიტომ ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ეს ინფორმაციები არათუ გროვდება, არამედ სახელმწიფო უწყებები იყენებენ საჯარო სამსახურებში თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადამიანების დევნისა თუ ზეწოლისთვის“,_თქვა ჟურნალისტებთან ნინო  ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველმა  შეაფასა წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო სიებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, საარჩევნო სიები ქართული არჩევნების სუსტი წერტილია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი მიშაობს „ზეწოლების უპრეცედენტო ფაქტებზე“.

_„საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვიღებთ, თუმცა საინტერესო იქნება ნახვა. ეს ყოველთვის იყო ერთ-ერთი სუსტი წერტილი ქართული არჩევნების, თუმცა ამ ეტაპზე რაზეც ვმუშაობთ ეს არის ზეწოლების უპრეცედენტო ფაქტები, რაც წინა არჩევნებისგან განსხვავებით კიდევ უფრო გახშირებულია, პოლიტიკურ ოპონენტებთან კავშირში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები, რაც გამოიხატება როგორც სამსახურიდან გათავისუფლებაში, ასევე პირების იძულებაში, მოხსნან საკუთარი კანდიდატურა“,_ განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 63
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 58
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 56
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…
  • 54
    ოზურგეთი საარჩევნო ბილბორდებისა და ბანერების ღია სამუზეუმო ქალაქის პერსპექტივითოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა. თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო…