ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, პარტიამ ,,საქართველოსთვის“ , ოზურგეთში, პროპორციული სიის პირველი ათეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.წარდგენა სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში შედგა.

სცენაზე პირველი პარტიის პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი, გიორგი შარაშიძე ავიდა. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პარტიის და მისი ლიდერის მთავარი პრინციპი: ,,ვერთიანდებით საქართველოსთვის,  მაგრამ არავის წინააღმდეგ“. მისი თქმით  ,,საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააჩნია თანმიმდევრულად მზარდი რეიტინგი.

შემდეგ, მხარდამჭერებს,  პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს პარტიული სიის ნომერმა პირველმა, ლევან დოლიძემ მიმართა, მანვე წარადგინა პოლიტიკური გუნდი, რომელიც ასე გამოიყურება:

პროპორციული სია: 1. პეტრე სალუქვაძე 2. ალეკო ბურჭულაძე 3.  სოფიკო ქარცივაძე 4. ირაკლი ჩხაიძე 5. კახა გაგუა 6. მაკა ჩხაიძე 7. რევაზ კოპალეიშვილი 8. შოთა კოჩალიძე 9.  ნინო ღლონტი 10. რუსუდან მემარნიშვილი.

მაჟორიტარები: გიორგი სირაძე_ზვანი,  ვლადიმერ სალუქვაძე_ სერი, კახაბერ გობრონიძე _ლიხაური-მაკვანეთი-ჭანიეთი, რესან გაბაიძე _ლაითური-ნარუჯა,  ბესიკ ირემაძე _ნასაკირალი, ალექსანდრე ხომერიკი_ნატანები, ომარ ფუტკარაძე _ურეკი-შრომა, მაია ზოიძე _გურიანთა-სოფ. ოზურგეთი-მელექედური,  დავით ხინიკაძე _ასკანა-ნაგომარი-ძიმითი,  ვლადიმერ გვილავა_ბაილეთი-სილაური-ჯუმათი, კოკა ჯახუტაშვილი_ბახვი-დვაბზუ, ნაზი თოდრაძე_ბოხვაური-შემოქმედი-დაბა გომისმთა, დავით მენაბდე_ვაკიჯვარი-მთისპირი-ცხემლისხიდი, ვეფხვია ბათიროვი_თხინვალი-კონჭკათი-მერია.

შეხვედრის ბოლოს მხარდამჭერებს გიაცეცხლაძემ მიმართა: ,,დღეს, აქ, ჩემ მშობლიურ სოფელში, გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის და ღვთისკაცად წოდებული, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმიდან მინდა მოგმართოთ, ჩემო ოზურგეთელებო! მოგმართავთ ასე, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე, აქაა ჩემი წინაპრების სული, აქაა ჩემი სატკივარი და საზრუნავი, აქ ყოველი კუთხე ჩემთვის ნაცნობი და ახლობელია. კარგად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემს გადაწყვეტილებას ახლავს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თქვენგან დამოუკიდებელი ვერ ვიქნები. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. თქვენ-თქვენი თანადგომითა და ნდობით, მე-ჩემი მოწოდებითა და შემართებით. რას გპირდებით? მოდით ასე ვიტყვი, გპირდებით ჩემ გუნდთან ერთად ვიზრუნებ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს, ყველას მოგისმინოთ, მაქსიმალურად გავიზიარო თითოეულის სატკივარი, დროულად გაგრძნობინოთ, რომ თქვენზე ვზრუნავ, რომ თქვენი შვილების მომავალი გულისხმიერი და ერთგული ადამიანების ხელშია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იფიქრებენ სხვა, უფრო კარგ ქვეყანაში სამუშაოს საძებნელად წასვლაზე და აქაც ისეთ გასამრჯელოს მიიღებენ, რომ შვილების სწავლა-განათლებას უზრუნველჰყონ, ოჯახები შეინახონ, რომ ჩვენ ხანდაზმულებს არ ეშინოდეთ სიბერის და ავად გახდომის. ამისთვის კი საჭიროა ბიუჯეტის თითოეული თეთრი ადამიანების კეთილდღეობას მოხმარდეს. ახალი პროექტები მუდმივად განახლებისა და სწორად შენების, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის იდეებით უნდა იყოს ნაკარნახევი.  ყოველი დღე შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და ყველაფერი ხალხთან ერთად, მათი პრობლემებისა და უნარების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. დიახ, ჩვენ ვართ ძლიერები, ჩვენ გვაქვს ხედვა, გვაქვს იდეა,  ჩვენ არ ვნადირობთ, არ მოვისყიდით, არ ვტაციაობთ ამომრჩეველზე. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ჩვენსავით ხედვით, იდეებით, ცვლილებებით მოტივირებულ ამომრჩეველზე. საბედნიეროდ,ასეთი ამომრჩეველი დღეს ბევრია.მათ კი ფულით, შანტაჟით, მუქარით ვერ მოიზიდავ. დიახ, ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი წარმატებული მომავლისთვის, ოზურგეთისთვის, საქართველოსთვის“, _თქვა ცეცხლაძემ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 89
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 78
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 77
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 75
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…