რამდენიმე წლის წინ თბილისიდან გურიაში ვბრუნდებოდით. იმ დღეს, ოზურგეთის „მერცხალი“ხარაგოულში ადგილობრივ „ჩხერიმელას“ ხვდებოდა გადავწყვიტეთ ამ მატჩსაც დავსწრებოდით.

გზად, სურამში მდინარე სურამულას პირას მდებარე სასადილოში შევიარეთ. სანამ მოგვემსახურებოდნენ, ამ პატარა მდინარის პირას მივედით. თქვენს მტერს _მდინარის სანაპიროები, თავად მდინარე პლასმასის ბოთლებით იყო სავსე. ფაქტიურად წყალი არც ჩანდა…გულდამძიმებული წამოვედით.. ხარაგოულში მისვლამდე ხმა არ ამოგვიღია..ხარაგოულის შესასვლელში კი სიურპრიზი გველოდა…პლასმასის ბოთლებით სავსე კონტეინერი იდგა და გარშემო სუფთა გარემო იყო. მოგვეწონა სუფთა პატარა ქალაქი, მატჩიც საინტერესო გამოდგა და სურამული განწყობა გზაში დავტოვეთ.

პლასმასის ნარჩენები არც ბარს აკლია და არც მთას. დაახლოებით 10 წლის წინ ქ. ოზურგეთში გამავალ მდინარე ბაზრისწყალზე და სკუჩაზე (იქ, სადაც მდინარე ბჟუჟს უერთდება) რკინის დამჭერი ბადეების მოაწყვეს.დასუფთავების სამსახური ხშირად წმენდდა ამ ადგილს და მდინარე ბჟუჟში, შემდეგ კი ნატანებში პლასმასის ნარჩენებმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ მერიის ნაგავსაყრელზე მოიყარა თავი ამ ბოთლებმა.

ოზურგეთის „სერვისცენტრმა“ მდინარე ნატანების შესართავთანაც მოაწყო პლასმასის ბოთლების და სხვა ნარჩენების დამჭერები, მათი თანამშრომლები შემდეგ ნავით შედიოდნენ მდინარეში და მოგროვილი ნარჩენები კვლავ მერიის ნაგავსაყრელზე გადაჰქონდათ.

როცა რეგიონის მთავარი მდინარეები (სუფსა, ნატანები, ჩოლოქი) დიდდება, დამჭერები ვერ შველის მოზღვავებულ სხვადასხვა სახის ნარჩენს და ზღვის სანაპირო სხვადასხვა ნარჩენების ტყვეობაშია.

კი, ბატონო დარის გამოსვლის შემდეგ რამდენიმე დღე მიმდინარეობს ზღვის სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები, რაშიც სათანადო ტექნიკაცაა ჩართული, მაგრამ ეს ხომ დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის.

ოზურგეთის „სერვისცენტრი“ მეტ-ნაკლებად უმკლავდებოდა ამ პრობლემას, წელს კი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და მართვის სამსახური შეიქმნა, რომელსაც მუნიციპალური ქონებიდანაც გადაეცა სათანადო ტექნიკა.

ჩვენ ხშირად გავდივართ შავ ზღვაზე მდინარეების შესართავებთან და ვხედავთ დამჭერების მიერ შეგროვებულ უამრავ პლასმასის ბოთლს და სხვა ნაკეთობებს, რადგან სხვისი შრომა ბევრი მოქალაქისათვის დაუფასებელია.

ერთი თვეა ოზურგეთის ქუჩებში სიახლეა. ოზურგეთის „სერვისცენტრმა“ პლასმასის ბოთლების შესაგროვებლად სპეციალური კონტეინერები დადგა.

_წელს იაპონიის საელჩომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პლასმასის ბოთლების კონტეინერების მომსახურების მიზნით სპეციალური ტექნიკა გადასცა. პლასმასის ბოთლების შესაგროვებლად წინასწარ შესწავლილ 8 ლოკაციაზე განვათავსეთ პლასმასის კონტეინერები. ჯერ-ჯერობით პლასმასის  სფეროში გადამამუშავებელი კომპანიები თავს იკავებენ ჩვენგან შეგროვებული პლასმასის ბოთლების წაღებისაგან , რადგან ისინი მეტ ოდენობას ითხოვენ, მაგრამ საქმე დაიძრა და ასეთი კომპანიაც გამოჩნდება. ჯერ-ჯერობით არ გვაქვს სპეციალური საპრესი დანადგარი, რომელიც ამ მოგროვებულ პლასმასის ბოთლებს დაპრესავს და „ბრიკეტებად“ აქცევს. ეს საშუალებს მოგვცემდა, ნაკლებ ფართზე მეტი მეორადი პლასმასი დაგვესაწყობებინა_გვითხრა ა (ა) იპ ოზურგეთის „სერვისცენტრის“ უფროსმა თენგიზ ქუტიძემ.

გაზეთ „ალიონს“ ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 15-მდე პლასმასის ბოთლების შემკრები კონტეინერები დაბა ურეკში, გრიგოლეთში და შეკვეთილში განთავსდა, მაგრამ ეს არ დაგვიდასტურა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ახლადშექმნილი სამსახურის უფროსმა კახა კოპლატაძემ.

_ასეთი კონტეინერები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ, გარდა სუფსისა და ნატანებისა, სხვა მცირე მდინარეებზეც (სეფა, ურეკის არხი) მოვაწყვეთ სპეციალური დამჭერები და პლასმასის ნარჩენები ზღვამდე ვერ აღწევს. მას ვაგროვებთ და მერიის ნაგავსაყრელზე მიგვაქვს. _გვითხრა  კოპლატაძემ.

ბოლო მონაცემებით მილიონ ტონამდე სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენი იყრის თავს ქვეყნის ნაგასაყრელებზე, სადაც 30 პროცენტამდე პლასმასის ბოთლების წილია.

ნარჩენების მართვის სტრატეგიის (2016-2030 წ.წ.) საქართველომ ქაღალდის, პლასმასის, მეტალისა და მინის რეციკლირების შემდეგ მინიმალურ მიზნებს უნდა მიაღწიოს.აქედან პლასმასის 2020 წელს 30 პროცენტი უნდა ყოფილიყო, ხოლო 2025 წელს 50 პროცენტს უნდა მიაღწიოს.

ნუგზარ ასათიანი

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 68
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოსთან“ გამართა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 62
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 60
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 60
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 57
    კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ძმები თალაკვაძეები თბილისიდან არიან გამოგდებული_„ძმებმა თალაკვაძეებმა, თავიანთი მიზნის მისაღწევად, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი, რასაც ადამიანები არ კადრულობენ. ეს ხალხი გამოაშკარავდა ოზურგეთში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ, ისინი არიან გამოგდებული თბილისიდან, მათი არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი არავის სჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“. _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 25 ოქტომბერს თავის ოფისში გამართულ…