განახლებული სახალხო პარტიის ოზურგეთის რაიონულმა   ორგანიზაციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დარეგისტრირებული  სახალხო პარტიის პარტიული სიის პირველი ათეული ოზურგეთში, რომელიც ასე გამოიყურება: შოთა გოგიბერიძე, გიორგი ხავთასი, თეო გაგნიძე, გიორგი კობალაძე; გიორგი აბულაძე; თამარ ვახრამოვი; დათო კოტრიკაძე; შოთა აბაშმაძე; ნინო გაფრინდაშვილი; ზუკა ურუშაძე.

პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის შოთა გოგიბერიძის თქმით,  ასეთი ახალგაზრდული, ენერგიული, ამბიციური გუნდი არც ერთ პარტიას არ აქვს. მისი თქმით, ამას არაოფიციალურად სხვა პარტიებიც აღიარებენ.

როგორც გოგიბერიძემ აღნიშნა, ამ ახალგაზრდული გუნდის მთავარი ამოცანაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მრავალპარტიულობის დანერგვა და თვითმმართველობის საქმიანობაში ხალხის რეალური ჩარღულობის უზრუნველყოფა.

„განახლებული სახალხო პარტია, ბატონების მამუკა გიორგაძისა და სოსო გოგაშვილის ხელმძღვანელობით, საფუძველს ჩაუყრის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში სამი ძირითადი ღირებულების სათანადო ადგილზე დაბრუნებას:

_ კონსტიტუციის შესაბამისად, კლანური დაჯგუფებებიდან, მონოპოლიებიდან და ოლიგოპოლიებიდან ძალაუფლება დაუბრუნდეს ქართველ ხალხს!

_ პოლიტიკური სივრციდან ბიზნესი და მილიონერი ბიზნესმენები დაუბრუნდნენ ბიზნესს და იმუშაონ ხალხის დასაქმებაზე!

_ საქართველოს მართლმსაჯულებას დაუბრუნდეს სამართალი _ გატარდეს ძირეული რეფორმები.

რაც შეეხება ჩვენს კონომიკურ და სოციალურ პროგრამებს, ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას“, _ განაცხადა ბრიფინგზე შოთა გოგიბერიძემ.

ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ოზურგეთელთათვის კარგად ცნობილმა პოლიტიკურმა აქტივისტმა  მინდია კეჭაყმაძემ, რომელმაც საზოგადოებას მოუწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაუჭირონ  სახალხო პარტიას და ამ პარტიის მიერ წარმოდგენილ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებს.

ავტორი გაზეთი „ალიონი“.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 53
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 50
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 47
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 46
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 44
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…